ყავიანი მაფინები
უგემრიელესი მაფინები ყავის არომატით. მაფინებს ძალიან უხდება ყავის მინანქარი. უმარტივესი მოსამზადებელია, სცადეთ აუცილებლად, შეგიყვარდებათ!
მასალა:
ცომი:
- 200 გ კარაქი
- 150 გ შაქარი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 4 კვერცხი
- 100 გ ნაღები
- 1,5 სკ ხსნადი ყავა
- 1,5 სკ კონიაკი
- 50 გ დაფქული ნუში
- 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
- 250 გ ფქვილი
მინანქარი:
- 10 სკ შაქრის პუდრი
- 1-2 ჩკ ხსნადი ყავა
- 1 ჩკ კონიაკი
- ცოტაოდენი წყალი (დაახლოებით 2 სკ)
მთლიანი ნუშები ან ნიგვზის ნახევარი ლებნები დეკორაციისათვის.
მომზადება:
მაფინების მეტალის ან სილიკონის ფორმებში პატარა ქაღალდის ფორმები ჩაფინეთ.
ღუმელი 200 გრადუსზე გააცხელეთ.
კარაქი გათქვიფეთ შაქართან და ვანილიან შაქართან თეთრი კრემოვანი მასისი მიღებამდე. შეათქვიფეთ კვერცხები სათითაოდ. დაამატეთ ნაღები, ნუში და კონიაკში გახსნილი ყავა. გამაფხვიერებელში შერეული ფქვილი დააცერით ნარევს და კარგად შეურიეთ. ცომი ფორმებში გაანაწილეთ და დაახლოებით 25 წუთი გამოაცხვეთ. ნამცხვრები ცხრილზე გააცივეთ.
მინანქრის მოსამზადებლად შაქრის პუდრს შეურიეთ ყავა, დაამატეთ კონიაკი და თანდათანობით წყალი. ურიეთ ძლიერად. უნდა მიიღოთ უნდა მიიღოთ სქელი, ერთგვაროვანი მასა.
მინანქარით მორთეთ გაცივებული მაფინები და დაადეთ თითო ნუში ან ნიგვზის ნახევარი ლებანი.
ყავის მაფინებს აცალეთ გაშრობა.
მიირთვით გემრიელად!
შენიშვნა: თქვენ შეგიძლიათ მინანქარს სხვადასხვა ფერები შეურიოთ და მაფინები თქვენი გემოვნებით მოხატოთ. მე თეთრ მინანქარზე წითელი რიცხვები დავაწერე საახალწლო დეკორაციისათვის.