სოკოს და ხახვის ომლეტი

On 09/09/2014 by letusc

სოკოს და ხახვის ომლეტი – სახელდახელო, ცილებით მდიდარი და ძალიან გემრიელი კერძი დაბალნახშირწყლოვანი კვების მოყვარულებისათვის. კერძი უნივერსალურია – შეგიძლიათ საუზმედ, სადილად ან ვახშმად მიირთვათ. დასაშვებია აგლუტენური და ულაქტოზო დიეტის მიმდევრებისათვისაც.

 

Champignon-Zwiebel Omelette

 

მასალა:

  • 1 დიდი ხახვი
  • 500 გ ქამა სოკო
  • 1-2 სკ ზეთი
  • 4-5 კვერცხი
  • რეჰანი ან ბაზილიკი
  • მარილი და პილპილი

მომზადება:

ტაფაზე ზეთში მოშუშეთ რკალებად დაჭრილი ხახვი. დაამატეთ დაჭრილი სოკო და კარგად ჩაშუშეთ. შეკმაზეთ მარილით და ახლად დაფქული პილპილით.
კვერცხები გათქვიფეთ მარილთან და პილპილთან ერთად. მოასხით სოკოს და კოვზით კარგად აურიეთ ერთმანეთში. დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე დატოვეთ, ვიდრე ზედაპირი არ შეიკვრება. პერიოდულად შეამოწმეთ, რომ ძირი არ დაეწვას. თუ სურვილი გაქვთ, ომლეტი ფრთხილად გადააბრუნეთ. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
სოკოს და ხახვის ომლეტი სუფრასთან სალათთან (კიტრის და პამიდვრის, ან მწვანე სალათი) ერთად მიიტანეთ.

მიირთვით გემრიელად!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *