სოკოსა და ბულგარული წიწაკის სალათი ტაილანდურად
ეს სასარგებლო და გემრიელი სალათი ჩემმა შვილებმა ძალიან სწრაფად მოამზადეს. აღმოსავლური არომატების მოყვარულებს მოეწონებათ. დასაშვებია ვეგეტარიანელებისათვის. ვეგანებს და მარხულებს შეუძლიათ ნაღები ქოქოსის რძით ჩაანაცვლონ.
მასალა:
- 500 გ ქამა სოკო
- 1 დიდი წითელი ბულგარული წიწაკა
- 1 დიდი ყვითელი ბულგარული წიწაკა
- 1-2 ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 100 მლ ქოქოსის რძე
- 100 მლ ნაღები
- ¼ ჩკ წითელი ქარის (Curry) პასტა
- ქინძის პატარა კონა
- მარილი
- ცოტაოდენი ზეთი
მომზადება:
სოკოს სწრაფად გადაავლეთ წყალი და მაშინვე შეაშრეთ ან ჯაგრისით გაასუფთავეთ და დაჭერით.
დაჭრილი ხახვი და ნიორი ღრმა ტაფაში ზეთში მსუბუქად მოშუშეთ. ჩაამატეთ სოკო და მოურიეთ. ცოტა ხანს შუშეთ და გააგრძელეთ მოშუშვა დაჭრილ ბულგარელ წიწაკასთან ერთად.
ბოსტნეული რომ მორბილდება, დაასხით ქოქოსის რძე და ნაღები, შეკმაზეთ ქარის პასტით (თუ პასტა ხელთ არ გაქვთ, მაშინ ქარის ფხვნილი და წიწაკა გამოიყენეთ), მარილით და ქინძით.
სოკოსა და ბულგარული წიწაკის სალათი სუფრასთან ცხელი მიიტანეთ მოხარშულ, კანგაუცლელ ბრინჯთან ერთად.
მიირთვით გემრიელად!