სოკოს ფლავი

On 04/01/2013 by letusc

სოკოს ფლავი გახლავთ მარტივად მოსამზადებელი, ძალიან გემრიელი კერძი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ გარნირად ან ცალკე. დასაშვებია ვეგანებისა და მარხულებისათვის.

მასალა:

  • 500 გ ქამა სოკო
  • 300 გ (დაახლოებით) გრძელმარცვალა ბრინჯი (მაგალითად ბასმატი)
  • მცენარეული ზეთი
  • 1-2 ცალი ხახვი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ქარი (Curry) სურვილი მიხედვით

მომზადება:

მარილწყალში მოხარშეთ ბრინჯი და საწურზე დაწურეთ.

ღრმა ტაფაში მსუბუქად მოხრაკეთ დაჭრილი ხახვი ზეთში, დაამატეთ გასუფთავებული და დაჭრილი სოკო და საშუალო ცეცხლზე ხშირი მორევით ჩაშუშეთ. შეკმაზეთ მარილით და პილპილით. შეურიეთ მოხარშული ბრინჯი (სასურველი პროპორციით) და კიდევ ერთხელ შეასწორეთ მარილი და პილპილი. ინდური არომატის მოყვარულებს შეუძლიათ ქარის ფხვნილიც (Curry) დაამატონ. დატოვეთ ცეცხლზე კიდევ რამოდენიმე წუთი.

სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.

ეს ფლავი საუკეთესო გარნირია ფრინველის შემწვარი და მოხარშული კერძებისათვის, უგემრიელესია ცალკეც.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *