ყაბაყისა და სტაფილოს ომლეტი

On 29/03/2013 by letusc

გემრიელი და ჯანსაღი ომლეტი ყაბაყით და სტაფილოთი – ნაკლები კალორიები, პროტეინები, კალციუმი და ვიტამინები. ეს კერძი საინტერესო იქნება დაბალი ნახშირწყლებიანი კვების მოყვარულებისათვის.

zucchini-karotten-omelette

მასალა:

zucchini-karotten-omelette-zutaten

  • 3 კვერცხი
  • 1 სკ ხაჭო
  • 2 საშუალო ზომის სტაფილო
  • 1 საშუალო ზომის ყაბაყი
  • მარილი, მსხვილად დაფქული წიწაკა ან პილპილი
  • ქარი (Curry), დაფფქული ქინძი, წვრილად დაჭრილი მწვანილი (სურვილით)
  • ზეთი შესაწვავად

ბოსტნეულის რაოდენობა შეგიძლიათ თვითონ განსაზღვროთ (შეცვალოთ).

მომზადება:

გახეხეთ ყაბაყი და სტაფილო გრძელ ზოლებად ან სახეხზე მსხვილად.

ათქვიფეთ კვერცხები, შეურიეთ ხაჭო და ბოსტნეული და შეკმაზეთ.

მოპირკეთებულ ტაფაზე გააცხელეთ ცოტა ზეთი, დაასხით კვერცხის და ბოსტნეულის ნარევის ნაწილი, კოვზით მთელ ტაფაზე გაანაწილეთ და სახურავი დაახურეთ.

zucchini-karotten-omelette-ei-mischung

მიეცით ნელი ცეცხლი. ზედაპირი რომ შეიკვრება, ფრთხილად გადააბრუნეთ და მეორე მხრიდანაც შებრაწეთ. კულინარული „ნიჩბით“ ფრთხილად გადმოიღეთ თეფშზე და გადაახვიეთ. მიტანეთ მწვანე სალათი ან კიტრის და პამიდვრის სალათი.

გადახვეული ომლეტის გარდა შეგიძლიათ მრავალფეროვნებისათვის მაჭკატებიც გააკეთოთ, ამისათვის ტაფაზე თითო სუფრის კოვზი კვერცხის ნარევი დაასხით რამოდენიმე ადგილას, ზედაპირი რომ შეიკვრება, გადააბრუნეთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *