ინდაურის ტაფამწვარი კვერცხით

On 18/05/2014 by letusc

ინდაურის ტაფამწვარი კვერცხით გახლავთ ცილით მდიდარი, აგლუტენური, ულაქტოზო, დაბალნახშირწყლოვანი კერძი. მარტივი და ძალიან გემრიელი სადილი ან ვახშამი. ეს კერძი ჩემმა შვილმა ნატალიმ და ჩემმა მეუღლემ მოამზადეს გამაყრუებელი მუსიკის თანხლებით Laughing. მე ფოტოგრაფის და დეგუსტატორის როლი შევასრულე. Smile

 

 

Puten-Champignon-Ei Pfanne

 

მასალა 4-5 ულუფისათვის:

  • 500 გ (დაახლოებით) ინდაურის მკერდის ფილე
  • 1-2 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 კგ ქამა სოკო
  • 4-5 კვერცხი
  • პილპილი და მარილი გემოვნოვნებით
  • ცოტაოდენი ბაზილიკი
  • ზეთი შესაწველად

მომზადება:

სოკო ქაღალდის ხელსახოცით გაასუფთავეთ ან გაფცქვენით, ფეხი რამოდენიმე მილიმეტრზე გადაჭერით და მსხვილ ნაჭრებად დაჭერით.

 

Putenbrust-Champignons
ინდაურის ხორცი გარეცხეთ, შეაშრეთ და პატარა კუბებად დაჭერით. ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი და ზომიერ ცეცხლზე მსუბუქად შებრაწეთ. მოაფრქვიეთ მარილი და პილპილი.
მეორე ტაფაზე წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მსუბუქად მოშუშეთ, სოკო  ჩაამატეთ და ზომიერ ცეცხლზე გააგრძელეთ მოშუშვა. სოკო რომ მორბილდება, მარილი და პილპილი მოაფრქვიეთ, შემწვარ ხორცს დაამატეთ და კარგად აურიეთ ერთმანეთში. გემო გასინჯეთ და თუ რამე აკლია, დაუმატეთ.

 

Putenbrust mit Champignons
მოპირკეთებულ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, ჩაახალეთ კვერცხები, დაახურეთ მინის სახურავი და ნელ ცეცხლზე დატოვეთ, ვიდრე გულებზე გადაკრული ცილის ფენა შეთეთრებას დაიწყებს. გული თხევადი უნდა დარჩეს. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
ბოლოს ინდაურის ტაფამწვარი თეფშებზე გაანაწილეთ: ჯერ სოკოსა და ხორცის ნარევი და ზევიდან დაადეთ შემწვარი კვერცხი. მოაფრქვიეთ დაჭრილი როზმარინი და ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *