ტაბაკა

On 08/03/2013 by letusc

ტაბაკა

მასალა:

  • 1 წიწილა (დაახლოებით 1 კგ)
  • 50 მლ (დაახლოებით) ზეთი შესაწვავად
  • მარილი
  • დაფქული წიწაკაკა, ხმელი მწვანილები სურვილისამებრ

მომზადება:

ქათამი გარეცხეთ, ქაღალდით შეაშრეთ და ბასრი დანით მკერდის ძვლის გასწვრივ სიგრძეზე გაჭერით. დადეთ განაჭერი (მუცლის ღრუთი) ნაწილით ქვევით და ხერხემალზე ხელი დააჭირეთ, ისე, რომ კარგად გაბრტყელდეს. მუხლები ოდნავ ჩაუჭერით, დაამარილეთ ორივე მხრიდან, სურვილისამებრ მოაყარეთ წიწაკა და ხმელი მწვანილები და დადეთ მუცლის ქვევით ზეთიან გაცხელებულ ტაფაზე. ხელით კიდევ დააწექით ხერხემალზე და დააფარეთ გადმობრუნებული თეფში, ხოლო თეფშს დაადეთ რაიმე სიმძიმე (იდეისათვის წყლით სავსე ქვაბი). შეწვით ზომიერ ცეცხლზე.

Brathähnchen Tabaka

შეწვის დრო ქათმის ზომაზე და ცეცხლზეა დამოკიდებული. დაახლოებით 20 წუთში ნახეთ გადაბრუნებისათვის თუ მზადაა. თუ ერთი მხარე შეიბრაწა, ფრთხილად გადმოაბრუნეთ, ცეცხლს ოდნავ დაუწიეთ და ისევ დაადეთ თეფში და სიმძიმე.

შემწვარი წიწილა დადეთ დიდ თეფშზე, დაჭერით და ცხელი მიიტანეთ სუფრასთან. მიირთვით ბრინჯთან ან შემწვარ კარტოფილთან ერთად,

Brathähnchen Tabaka

მიატანეთ ბაჟე, ტყემალი ან პამიდვრის საწებელი. ასე შემწვარი წიწილით შეგიძლიათ შქმერული მოამზადოთ.

მიირთვით გემრიელად!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *