ნიგვზიანი ჩახოხბილი

On 01/10/2013 by letusc

გთავაზობთ ძალიან გემრიელ კერძს, რომელიც, შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული სახელით იყოს ცნობილი. მე ვეძახი ნიგვზიან ჩახოხბილს. არაჩვეულებრივია მოხარშულ ბრინჯთან ერთად. გირჩევთ გამოიყენოთ კანგაუცლელი ბრინჯი, რომელიც გემრიელიცაა და სასარგებლოც. არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას.

Tschachochbili mit Walnüssen

მასალა:

  • 1 კგ ქათამი ან ქათმის ბარკლები
  • 1 საშუალო ზომის ან 2 პატარა ხახვი
  • 200 გ დაფქული ნიგოზი (დაახლოებით)
  • 400 გ კანგაცლილი და კუბებად დაჭრილი პამიდორი
  • თითო ჩკ დაფქული ხმელი სუნელი, ქინძი, ხავერდა (ყვითელი ყვავილი)
  • მარილი და მწარე წიწაკა გემოვნებით
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 სკ ძმარი
  • 2 სკ მცენარეული ზეთი (ნეიტრალური გემოთი)
  • პატარა კონა ქინძი
  • 250 გ ბრინჯი (დაახლოებით)

მომზადება:

ქთამი გარეცხეთ და დაჭერით.

წვრილად დაჭრილი ხახვი მსუბუქად მოხრაკეთ ზეთში. ჩაამატეთ დაჭრილი ქათამი და ხახვთან ერთად ჩაშუშეთ საშუალო ცეცხლზე. ხშირად ურიეთ, რომ ძირზე არ მიიწვას. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ჩაამატეთ პამიდორი და თავდახურული შუშეთ კიდევ 10-15 წუთი. შემდეგ დაასხით ადუღებული წყალი იმდენი, რომ ხორცს ოდნავ ფარავდეს და გააგრძელეთ ხარშვა.

tschachochbili

ხორცი თითქმის მზად რომ იქნება, შეკმაზეთ მარილით, წიწაკით, ხმელი მწვანილეულით, ნივრით და ძმრით. შემდეგ დაამატეთ ნიგოზი და წამოადუღეთ. ბოლოს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.

walnuss-tschachochbili

სუფრასთან ცალკე მიიტანეთ ცხელი მოხარშული ბრინჯი ღრმა ჭურჭლით.

თეფშზე ჯერ გადაიღეთ ბრინჯი, გვერდზე მოუდეთ ქათმის ნაჭერი და მოასხით წვენი.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *