შქმერული
რაჭველების, უფრო მეტად კი შქმერელების საყვარელი და საამაყო კერძი, რომელიც ჩემს გერმანელ მეგობრებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობს. ალბათ არსებობს შქმერულის მომზადების განსხვავებული ვარიანტები. შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ვესიას, რომელიც უგემრიელესია და უადვილესი მოსამზადებლად.
მასალა:
- 1 წიწილა
- მარილი
- ნიორი გემოვნებით (დაახლოებით 3-5 კბილი)
- 50 მლ (დაახლოებით) ზეთი შესაწვავად
მომზადება:
შეწვით წიწილა მეთოდით, რომელიც მითითებულია რეცეპტში “ტაბაკა” ან შეწვით სასურველი რაოდენობის ქათმის ბარკლები ტაფაზე.
შემწვარი წიწილა დაჭერით და მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში. ქათმის შენაწვავ ტაფაში ჩაასხით დაახლოებით 300 მლ ადუღებული წყალი, დაამატეთ გაჭყლეტილი ნიორი გემოვნებით, შეკმაზეთ მარილით, წამოადუღეთ და დაასხით დაჭრილ ქათამს. შქმერულს მიატანეთ ბაგეტი ან სხვა სახის გახუხული პური.
მიირთვით გემრიელად!
Uph, uph, uph… sieht sehr lecker und gesund aus!