ყვავილოვანი კომბოსტოს საცივი

On 26/01/2016 by letusc

ყვავილოვანი კომბოსტოს საცივი ინდაურით მომზადებული ტრადიციული საცივის ვეგეტარული ალტერნატივაა. უგემრიელესია და გამოადგებათ ვეგანებს და მომარხულეებს.

 

Blumenkohlsaziwi

მასალა:

  • 1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო 
  • 500 გ ნიგოზი
  • დაახლოებით 1,5 ლ წყალი
  • 1 ცალი საშუალო ზომის ხახვი
  • ზეთი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1-2 სკ ღვინის ძმარი
  • დაფქული ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი – თითოეული მათგანი დაახლოებით 2 ჩკ 
  • მარილი, დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

 

Blumenkohl

 

ყვავილოვანი კომბოსტო ყვავილებად დაანაწილეთ, გარეცხეთ, მარილწყალში 5-8 წუთი ხარშეთ და ცხრილზე დაწურეთ.
ნიგოზი დაფქვით ძალიან წმინდად, შეურიეთ სუნელები, მარილი, გაჭყლეტილი ნიორი, ძმარი, ხელით ძლიერად მოსრისეთ და გაწურვით ზეთი გამოადინეთ. ზეთი შეინახეთ დეკორირებისათვის.
წვრილად დაჭრილი ხახვი ჩაყარეთ ქვაბში, დაამატეთ ზეთი და დაბალ ცეცხლზე ჩაშუშეთ. ეცადეთ ხახვი კარგად დარბილდეს ისე, რომ არ გამუქდეს.
ნიგვზის და სუნელების ნარევს თანდათანობით დაასხით ცხელი წყალი და კარგად გახსენით, ჩაუშვით ხახვიან ქვაბში და მოურიეთ. დაამატეთ დანარჩენი წყალიც თანდათანობით და წამოადუღეთ. საცივის სისქე თქვენ თვითონ განსაზღვრეთ თქვენი სურვილის მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ გაცივების შემდეგ გასქელდება. გემო გასინჯეთ და დამატებით შეკმაზეთ გემოვნების მიხედვით. მომზადებულ საცივში ჩააწყვეთ მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო და გააცივეთ.
სუფრასთან მიტანამდე მოაწვეთეთ ნიგვზიდან გამოწურული ზეთი.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *