ყვავილოვანი კომბოსტოს და ხორცის ჩაშუშული
მსუბუქი, დაბალნახშირწყლოვანი და ძალიან გემრიელი კერძი.
მასალა:
- 500 გ ქათმის მკერდი (ან ღორის ზურგი), კუბებად დაჭრილი
- 500 გ ყვავილოვანი კომბოსტო
- 1-2 თავი ხახვი
- 2-3 კბილი ნიორი
- 200 მლ ქოქოსის რძე
- 1-2 ჩკ არაქისის კარაქი
- წიწაკა, მარილი, ქარი (ჩურრყ)
- ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი
- ქინძის პატარა კონა
მომზადება:
წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი ტაფაზე ზეთში მსუბუქად მოშუშეთ. ჩაამატეთ დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო და ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ შუშვა. კომბოსტო ძალიან არ უნდა დარბილდეს და ცოტა მკვრივი დარჩეს. მოაფრქვიეთ მარილი და დაღერღილი წიწაკა და გადმოდგით ცეცხლიდან.
მეორე ტაფაზე ხორცი ცოტაოდენ ზეთში შეწვით ყველა მხრიდან. ხშირად ურიეთ.
ეცადეთ, არ გამოაშროთ. შეკმაზეთ მარილით და წიწაკით, გადაიანეთ კომბოსტოს ტაფაში და შეურიეთ კომბოსტოს.
ხორციან ტაფაზე გაათბეთ ქოქოსის რძე, დაუმატეთ არაქისის კარაქი, მარილი და წიწაკა და დაასხით ყვავილოვანი კომბოსტოსა და ხორცის ნარევს. ერთხელ გააცხელეთ, გემო გასინჯეთ, დაამატეთ თუ რამე აკლია.
ფართო თეფშზე დააფინეთ მწვანე სალათის ფოთლები და ზევიდან ლამაზად დადეთ ყვავილოვანი კომბოსტოსა და ხორცის ჩაშუშული. თეფშზე გადაიღეთ სალათის ფოთოლთან ერთად და ასევე ერთად შეექეცით.
მიირთვით გემრიელად!