საცივი

On 09/01/2013 by letusc

საახალწლო სუფრის სიამაყე!  ყველა ოჯახს თავისი რეცეპტი აქვს, ყველა დიასახლისი თავისი გემოვნებით ამზადებს. მაგრამ საცივი საცივია! ყველა მათგანი ერთნაირად ამშვენებს ჩვენს საახალწლო სუფრას და ყოველ ახალ წელს ხელახლა ვრწმუნდებით (აღმოვაჩენთ), რომ საცივი ჩვენი ეროვნული სამზარეულოს საგანძურს წარმოადგენს. შემოგთავაზებთ ერთ-ერთ (ჩემეულ) ვარიანტს.

Saziwi-Putenfleisch mit Walnusssoße

 

მასალა:

  • 1 ცალი ახალგაზრდა ინდაური ან ქათამი
  • 500 გ ნიგოზი
  • დაახლოებით 1,5 ლ ინდაურის ან ქათმის ნახარში
  • 3 ცალი საშუალო ზომის ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1-2 სკ ღვინის ძმარი
  • დაფქული ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი – თითოეული მათგანი დაახლოებით 2 ჩკ
  • მარილი, დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

გასუფთავებული ინდაური მოხარშეთ და ცხელსავე მოაყარეთ მარილი. აცალეთ გაცივება. გაცივებული ხორცი ლამაზად იჭრება.

ვიდრე ინდაური მოიხარშება, მოამზადეთ ნიგოზი შემდეგნაირად: დაფქვით ძალიან წმინდა, შეურიეთ სუნელები, მარილი, გაჭყლეტილი ნიორი, ძმარი, ხელით ძლიერად მოსრისეთ და გაწურვით ზეთი გამოადინეთ. ზეთი შეინახეთ დეკორირებისათვის.

Walnussöl

წვრილად დაჭრილი ხახვი ჩაყარეთ ქვაბში. ინდაურის ნახარშს ზედაპირზე მოხადეთ ცხიმი, დაამატეთ ხახვს და  დაბალ ცეცხლზე ჩაშუშეთ. ეცადეთ ხახვი კარგად დარბილდეს ისე, რომ არ გამუქდეს.

ნიგვზის და სუნელების ნარევს თანდათანობით დაასხით ნახარშის ნაწილი და კარგად გახსენით, ჩაუშვით ხახვიან ქვაბში და მოურიეთ. დაამატეთ დანარჩენი ნახარშიც თანდათანობით. საცივის სისქე თქვენ თვითონ განსაზღვრეთ თქვენი სურვილის მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ გაცივების შემდეგ გასქელდება. გემო გასინჯეთ და შეკმაზეთ დამატებით გემოვნების მიხედვით.

Saziwi-Putenfleisch mit Walnusssoße

მომზადებულ საცივში ჩააწყვეთ დაჭრილი ხორცი და წამოადუღეთ.  უკეთესია თუ საცივს წინა დღით მოამზადებთ, რადგან ხორცი სუნელების არომატს მიიღებს და უფრო გემრიელი იქნება. სუფრასთან მიტანამდე მოაწვეთეთ ნიგვზიდან გამოწურული ზეთი.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *