წითელი კომბოსტოს სალათი ნიგვზით

On 07/01/2015 by letusc

წითელი კომბოსტოს ძალიან გემრიელი სალათი ნიგვზით. ეს სალათი დასაშვებია ვეგანური, ულაქტოზო, აგლუტენური და დაბალნახშირწყლოვანი კვების რეჟიმის დროსაც. Smile

Rotkohl-Walnuss Salat

მასალა:

  • 1 კგ წითელი კომბოსტო
  • 200 გ ნიგოზი 
  • 1 სკ ღვინის ძმარი
  • 1 ჩკ დაფქული ქინძი
  • 1 ჩკ ხმელი სუნელი
  • 1 ჩკ ხავერდა (ყვითელი ყვავილი)
  • 1-2 კბილი ნიორი
  • მარილი, მწარე წიწაკა გემოვნებით
  • პატარა კონა ქინძი
  • ანადუღარი და გაცივებული წყალი საჭიროების მიხედვით

მომზადება:
მოზრდილ ქვაბში წყალი აადუღეთ და დაამარილეთ. კომბოსტოს ფოთლები დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში გათუთქეთ, საწურზე დაწურეთ და გააცივეთ.
დაფქულ ნიგოზს შეურიეთ სუნელები (ნედლი ქინძის გარდა), მარილი, ნიორი, ძმარი,
დაასხით რამოდენიმე სადილის კოვზი წყალი და მოურიეთ. ნელ-ნელა ამატეთ წყალი და თან ურიეთ ფაფისებური მასის მიღებამდე. გემო გასინჯეთ და თუ რაიმე აკლია, დაუმატეთ.
გაცივებული და დაწურული კომბოსტო დაჭერით პატარა ნაჭრებად, შეურიეთ ნიგვზის საკმაზი და დაჭრილი ქინძი, კარგად აურიეთ, კიდევ გაუსინჯეთ გემო.
მორთეთ ბროწეულის მარცვლებით.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *