ბადრიჯნის პარტი ბერლინში

On 28/10/2013 by letusc

ნიგვზიანი ბადრიჯანი ჩემი მეგობრების (სხვადასხვა ეროვნების) საყვარელი კერძია. როგორც ნიგვზიანი ბადრიჯნის შესავალშიც გითხარით, პერიოდულად ვაწყობთ ხოლმე „ბადრიჯნის პარტის“ (Auberginenparty) და  სტუმრებს ჩემი მომზადებული ნიგვზიანი ბადრიჯნით ვუმასპინძლდები.

ჩვენმა ბოლო პარტიმ განსხვავებულად ჩაიარა – ჩემმა მეგობრებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა მომზადებაში და თან ესწავლათ. ჰოდა მოვაწყვეთ „ბადრიჯნის სასწავლო პარტი“.

ჩემმა მოსწავლეებმა მუყაითად და მონდომებით იმუშავეს, დიდი ინტერესი გამოავლინეს და ბევრი სიამოვნება მიიღეს.

დღემდე ჩემს მეგობრებს შორის მხოლოდ რაფაელი (მექსიკიდან) ამზადებდა თვითონ ნიგვზიან ბადრიჯანს, ახლა ახლები შემოგვემატნენ.

p1090830

სარა

p1090829

იოჰენი

p1090838

დიტმარი (მარცხნივ) და უდო (მარჯვნივ)

p1090844

უდო (მარცხნივ) და თენგიზი (მარჯვნივ)

p1090831

თქვენი მონა-მორჩილი Smile

p1090834

p1090837

სარა და იოჰენი სამ ტაფაზე ერთდროულად წვავენ ბადრიჯანს Smile

p1090843

იოჰენი და დიტმარი

p1090840

p1090846

ბადრიჯანი რომ შევწვით და ნიგვზის საკმაზიც მოვამზადეთ, მივიტანეთ ეს ყველაფერი სუფრასთან, სუფრის წევრები თვითონ იღებდნენ ბადრიჯანს თეფშზე და უსვავდნენ ნიგვზის საწებელს, ასე, რომ ყველა თავისთვის ამზადებდა.

ამ საღამომ ყველას დიდი სიამოვნება მოგვანიჭა, ალბათ კიდევ გავიმეორებთ სხვა კერძების მომზადებითSmile

ბადრიჯნის პარტი

ბადრიჯნის პარტი

დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს უახლოეს და ძალიან საყვარელ მეგობარს – დიტმარს საღამოს ორგანიზებისა და მასპინძლობისათვის,   Smile  ჩემს მეგობრებს/მოსწავლეებს თანამშრომლობისათვის და სასიამოვნო საღამოსათვის!  Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *