შემწვარი ბადრიჯანი მწვანილით

On 02/07/2013 by letusc

ძალიან გემრიელი და მარტივი ვეგეტარული, საზაფხულო კერძი „შემწვარი ბადრიჯანი მწვანილით“ შეგიძლიათ თბილი ან ცივი მიირთვათ. დასაშვებია მარხულებისა და ვეგანებისათვისაც.

Gebratene Auberginen mit Kräutern

მასალა:

  • 4-5 მოზრდილი ბადრიჯანი
  • 1-2 თავი ხახვი
  • თითო კონა ქინძი და ოხრახუში
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 2 სკ ღვინის ძმარი
  • მარილი
  • ნედლი მწარე წიწაკა (სურვილით)
  • ზეთი ბადრიჯნის შესაწვავად

მომზადება:

ბადრიჯანი შესაწვავად მოამზადეთ ისე, როგორც ნიგვზიანი ბადრიჯნის რეცეპტშია აღწერილი. ბადრიჯანს მარილს რომ დააყრით, მოამზადეთ ხახვი და მწვანილი: ქინძი და ოხრახუში დაჭერით ერთად, ისე, რომ ერთმანეთს შეერიოს. ხახვი დაჭერიღ ნახევარწრეებად. წიწაკა დაჭერით რგოლებად, ნივრის კბილები გაჭერით ორად, ან გაჭყლითეთ.

შემდეგ დაიწყეთ ბადრიჯნის შეწვა ზომიერ ცეცხლზე. ესეც დაწვრილებითაა აღწერილი ნიგვზიანი ბადრიჯნი რეცეპტში. პირველი ორი ან სამი ნაჭერი რომ შეიწვება, ამოიღეთ ტაფიდან და ერთმანეთის გვერდით დაალაგეთ ფართო თეფშზე. მაშინვე, ცხელს ზედაპირზე წაუსვით გაჭრილი ნიორი ან ცოტაოდენი გაჭყლეტილი ნიორი წააცხეთ (თუ ნიორი გიყვართ). შემდეგ ფუნჯით მოაწვეთეთ ცოტა ძმარი, მოაწყვეთ ხახვის რგოლები და მოაყარეთ მწვანილი და წიწაკის რგოლები (თუ გსურთ).

Gebratene Auberginen mit Kräutern

შემდეგი შემწვარი ნაჭრები უკვე სეკმაზულ ნაჭრებს ზევიდან დააწყვეთ და იგივე გაიმეორეთ. ასე გააგრძელეთ, ვიდრე ბადრიჯანი დაგიმთავრდებათ.

მიირთვით თბილი ან ცივი.

ასე შემწვარი ბადრიჯანი კარგად ინახება მაცივარში რამოდენიმე დღე. უგემრიელესია ცივიც.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *