ყაბაყის და ბულგარული წიწაკის ჩაშუშული წიწიბურათი

On 17/03/2014 by letusc

ყაბაყის და ბულგარული წიწაკის ჩაშუშული წიწიბურათი – სასარგებლო და გემრიელი კერძია, მდიდარია ვიტამინებით. კერძი გამოადგებათ ვეგანებს, მარხულებს,  ულაქტოზო და აგლუტენური კვების მიმდევრებს. ბოსტნეული შეგიძლიათ თქვენი სურვილით შეცვალოთ. მარტივი მოსამზადებელია.

Zucchini-Paprika Pfanne mit Buchweizen

მასალა:

250 გ წიწიბურა
1 ჩკ კარაქი (სურვილით)
4 ყაბაყი
1 დიდი პრასი
2 ბულგარული წიწაკა
2 სკ ზეთი
2 კბილი ნიორი
ახლად დაფქული წიწაკა, მარილი
½ ჩკ ქარის ფხვნილი (Curry)
პატარა კონა ქინძი და ბაზილიკი

მომზადება:

წიწიბურა მშრალ ტაფაზე მოხალეთ, შემდეგ წყალი გადაავლეთ, ქვაბში ჩაყარეთ, იმდენი წყალი დაასხით, რომ ზედაპირამდე მოადგეს და დადგით ცეცხლზე. რომ ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და თავდახურული ხარშეთ. ხარშვის პროცესში რამოდენომეჯერ ფრთხილად მოურიეთ, რომ ძირზე არ მიიკრას. წყალი რომ ამოშრება და მარცვლები დარბილდება, წიწიბურა მოხარშულია. სწორად მოხარშული წიწიბურა არ უნდა ჩაიხარშოს, მარცვლებმა ფორმა არ უნდა დაკარგოს, მაგრამ ამავდროულად მაგარი არ უნდა იყოს. მოხარშულ წიწიბურა შეკმაზეთ მარილით და თუ კალორიებს არ უფრთხით, ცოტაოდენი კარაქით.

ვიდრე წიწიბურა იხარშება, მოამზადეთ ბოსტნეულის ჩაშუშული – წვრილად დაკეპილი ნიორი და რგოლებად დაჭრილი პრასი ტაფაზე ზეთში მსუბუქად მოშუშეთ. ყაბაყები ჯერ გაჭერით სიგრძეზე და შემდეგ დაჭერით დაახლოებით 0,5 სმ-ის სისქის ფენებად. ბულგარული წიწაკა დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.  ყაბაყი და ბულგარული წიწაკა დაამატთ ტაფას და ზომიერ ცეცხლზე ყველაფერი ერთად ჩაშუშეთ. ბოსტნეული რომ მორბილდება, შეკმაზეთ მარილით, წიწაკის ფანტელებით, ქარის ფხვნილით და მოაფრქვიეთ დაჭრილი მწვანილი.

ყაბაყის და ბულგარული წიწაკის ჩაშუშული მიირთვით ცხელ-ცხელი წიწიბურასთან ერთად.

მიირთვით გემრიელად!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *