ბრიუსელის კომბოსტოს და ყაბაყის სალათი

On 27/11/2013 by letusc

ვეგეტარული, ვიტამინებით მდიდარი თბილი სალათი ბრიუსელის კომბოსტოთი და ყაბაყით. მარხულებს და ვეგანებს შეუძლიათ ნაღების გარეშე მოამზადონ. ძალიან გემრიელი და მარტივი კერძია. არ შეიცავს გლუტენს. Smile

Rosenkohl-Zucchini-Pfanne

მასალა:

  • 500 გ ბრიუსელის კომბოსტო
  • 2 ცალი ყაბაყი
  • 3 ცალი სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 2 სკ მცენარეული ზეთი
  • 2 კბილი ნიორი
  • 100-200 მლ ნაღები
  • ½ ჩკ ქარის ფხვნილი (Curry)
  • მსხვილად დაფქული წიწაკა, მარილი
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება: ბრიუსელის კომბოსტოს გარეთა დამჭკნარი ფოთლები მოაცალეთ და უხეში ძირები მოაჭერით. ჩაყარეთ მდუღარე მარილწყალში და ხარშეთ 6 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, ჩაყარეთ ყინულიან წყალში და დაწურეთ საწურზე. ხახვი, წვრილად დაჭრილი ნიორი და რკალებად დაჭრილი სტაფილო და ყაბაყი მოშუშეთ ზეთში ღრმა ტაფაზე.

Rosenkohl-Zucchini-Pfanne

ბოსტნეული რომ დარბილდება, დაამატეთ მოხარშული ბრიუსელის კომბოსტო და ყველაფერი ერთად შუშეთ 5 წუთის განმავლობაში. შეკმაზეთ წიწაკით, ქარით და მარილით. დაამატეთ ნაღები, წამოადუღეთ და გემო გაუსინჯეთ. თუ რაიმე აკლია, შეკმაზეთ დამატებით.

მიირთვით ბრიუსელის კომბოსტოსა და ყაბაყის სალათი ცხელ-ცხელი მოხარშულ კანგაუცლელ ბრინჯთან, კარტფილთან ან/და ხორცეულთან ერთად.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *