გამომცხვარი სოკო ყაბაყის და სტაფილოს შიგთავსით

On 19/07/2013 by letusc

გემრიელი და ვიტამინებით მდიდარი ვეგეტარიანული კერძი – გამომცხვარი სოკო ყაბაყის და სტაფილოს შიგთავსით. ვეგანებმა და მარხულებმა ყველის გარეშე მიირთვან. მოამზადეთ და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ  Smile

 

Überbackene Champignons mit Zucchini-Karotten-Füllung


მასალა:

 

Überbackene Champignons mit Zucchini-Karotten-Füllung

 

  • 8 ცალი დიდი ქამა სოკო (დაახლოებით)
  • 2 ყაბაყი
  • 2 საშუალო ზომის სტაფილო
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 1 ხახვი
  • რამოდენიმე ღერი ქინძი და ოხრახუში
  • ზეთი
  • 200 გ ყველი (დაახლოებით), იხმარეთ ყველის სახეობა, რომელიც კარგად დნება
  • პილპილი და მარილი

მომზადება:

მოამზადეთ ყაბაყის და სტაფილოს ცხელი სალათი, როგორც რეცეპტშია აღწერილი.

 

Zucchini-Karotten Salat
ყველი გახეხეთ სახეხზე, ან ხელით აზილეთ.
ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე. თუნუქის ფურცელზე დაფინეთ ქაღალდი.
სოკოს წყალი გადაავლეთ, გაფცქვენით და ფეხები მოაცალეთ. შიდა ზედაპირზე მოაფრქვიეთ მარილი და პილპილი, ამოავსეთ ბოსტნეულით, ზევიდან დაადეთ ყველის ფენა, ოდნავ დატკეპნეთ და გამოაცხვეთ გახურებულ ღუმელში.

 

Überbackene Champignons mit Zucchini-Karotten-Füllung

 

ყველი რომ შეიბრაწება და დადნება და სოკოც დარბილდება, კერძი მზადაა.

 

Überbackene Champignons mit Zucchini-Karotten-Füllung

 

გამომცხვარი სოკო ყაბაყის და სტაფილოს შიგთავსით სუფრასთან ღუმელიდან გამოღებისთანავე მიიტანეთ. უკეთესია ეს კერძი ისეთ ფორმაში მოამზადოთ, რითაც სუფრასთან მიიტანთ.
მიირთვით ხორცეულთან, ბრინჯის ან მაკარონის კერძებთან. ძალიან გემრიელია ცალკეც.

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *