ნიგვზის და მარციპანის ბურთულები
ნიგვზის და მარციპანის ბურთულები მომზადებულია სრულმარცვლოვანი ფქვილით, ძალიან გემრიელია, ამასთანავე მარტივად მოსამზადებელი. ყავა არაჩვეულებრივ არომატს აძლევს. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ სრულმარცვლოვანი ფქვილი თეთრი ფქვილითაც შეცვალოთ. მოამზადეთ და აზრი გაგვიზიარეთ.
მასალა:
- 200 გ შაქარი
- 2 კვერცხი
- 3 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 200 გ კარაქი
- 2 სკ ხსნადი ყავა
- 2,5 სკ კონიაკი
- 300 გ იფქლის სრულმარცვლოვანი ფქვილი
- 300 გ იფქლის თეთრი ფქვილი (630)
- 200 გ მსხვილად დაფქული ნიგოზი
- 1 მწიკვი მარილი
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი
- 200 გ მარციპანი
- 50 გ მუქი შოკოლადი
სურვილით საშობაო სუნელები:
- დაფქული მიხაკი, ილი და მუსკატის კაკალი, თითოეული 1/4 ჩკ
- 1/4 ჩკ გახეხილი ჯანჯაფილი
მომზადება:
კვერცხები გათქვიფეთ შაქართან,ვანილიან შაქართან და მარილთან ერთად, დაამატეთ კონიაკში გახსნილი ყავა, დარბილებული კარაქი და გააგრძელეთ თქვეფა.
გამაფხვიერებლიანი ფქვილი და ნიგოზი დაუმატეთ და მოზილეთ ცომი, რომელიც ხელებზე არ უნდა გეკვროდეთ. ცომი შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და ერთი საათით მაცივარში შეინახეთ.
მარციპანისაგან მოამზადეთ პატარა ბურთები.
ცომს მიეცით 4 სმ დიამეტრიანი მილის ფორმა და ჩამოჭერით დაახლოებით 0,5 სმ სისქის წრეები (ფირფიტები). ამ ჩამოჭრილ ნაწილებში ჩადეთ მარციპანის ბურთულები, ცომს პირი შეუკარით და ხელის გულებს შორის მიეცით ბურთულის ფორმა.
ბურთულები დააწყვეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე და გამოაცხვეთ 175 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. ცომმა ფერი არ უნდა შეიცვალოს. ცხრილზე გააცივეთ.
დამტვრეული შოკოლადი ორთქლზე, ან მიკროტალღოვან ღუმელში დაადნეთ და ნიგვზის და მარციპანის ბურთულებს მოაწვეთეთ.
მიირთვით გემრიელად!