შოკოლადის და კივის ნამცხვარი
ძალიან გემრიელი და ადვილად გამოსაცხობი ნამცხვარი კაკაოს ცომით და კივით. კაკაოს ბისკვიტს ძალიან უხდება კივის არომატი.
მასალა:
- 2 კვერცხი
- 150 გ შაქარი
- 100 გ კარაქი
- 150 გ მაწონი
- 2 სკ კაკაო
- 150 გ ფქვილი, ან ცოტა მეტი
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი
- 1 ჩკ კონიაკი
- 1 მწიკვი მარილი
მომზადება:
კივი გაფცქვენით, შუაზე გაჭერით და სიგრძივ ნაჭრებად დაჭერით. კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ დარბილებული კარაქი, მაწონი, კაკაო, მარილი, კონიაკი. გამაფხვიერებელი შეურიეთ ფქვილს და დააცერით გათქვეფილ მასას. ქაღალდჩაფენილ და ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში ჩაასხით ცომი, ზევიდან მოაწყვეთ დაჭრილი კივი. შეგიძლიათ ზედაპირზე დაჭრილი ნუშიც მოაყაროთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში. მზადყოფნა ხის ჩხირით შეამოწმეთ. გამომცხვარ ნამცხვარს აცალეთ გაცივება. გაცივებულს შეგიძლიათ ზევიდან შაქრის პუდრი მოაფრქვიოთ. კივის გარდა ამ ნამცხვარს ძალიან უხდება სხვადასხვა მომჟავო ხილი, მაგ.: ვაშლი, კურკაგამოცლილი ალუბალი, ვაშლატამა ან კენკროვანები.
მიირთვით გემრიელად!
lecker, lecker, lecker…