გამომცხვარი ბოსტნეული პესტოთი
გამომცხვარი ბოსტნეული პესტოთი – სახელდახელო, ვიტამინებით მდიდარი და ძალიან გემრიელი კერძი. პესტოსა და შებრაწული ხახვის გემო ჰარმონიულად ერწყმის ბოსტნეულის გემოს. თქვენ შეგიძლიათ ბოსტნეული თქვენი გემოვნებითაც შეცვალოთ/დაამატოთ.
კერძი ჩქარა მზადდება და მისი მომზადება განსაკუთრებულ კულინარულ გამოცდილებას არ საჭიროებს. ამას გარდა, კერძი მზადდება ცხიმის დამატების გარეშე, არ შეიცავს გლუტენს და დაბალნახშირწყლოვანი კვების მიმდევრებისათვისაც დასაშვებია.
მასალა:
- 500 გ ბროკოლი
- 500 გ ყვავილოვანი კომბოსტო
- 150 გ უცხიმო ლორი
- 100 გ შებრაწული ხახვი (მზა ნაყიდი)
- 100-150 გ პესტო
- მარილი და პილპილი
- 200 გ მსხვილად გახეხილი ყველი ან ყველის ფურცლები
მომზადება:
გარეცხილი და ყვავილებად დანაწილებული და გარეცხილი ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო მოხარშეთ მსუბუქ მარილწყალში 6 წუთის განმავლობაში. დაწურეთ საწურზე და ჩააწყვეთ ცეცხლგამძლე ყალიბში. მოაყარეთ ახლად დაფქული პილპილი. გადაუსვით პესტო, ზევიდან დაალაგეთ დაჭრილი ლორი, მოაყარეთ პილპილი. მოაფრქვიეთ ყველი და შედგით წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით.
სუფრასთან ცხელი მიიტანეთ ყალიბითვე.
გამომცხვარი ბოსტნეული პესტოთი გემრიელია ხორცეულთან ერთად.
მიირთვით გემრიელად!