კექსი’“გალაქტიკა“’

On 01/05/2013 by letusc

ნინო გვარაძე გვთავაზობს ძალიან გემრიელი კექსის რეცეპტს – კექსი „გალაქტიკა“ ქიშმიშით და ქოქოსის ფანტელებით. 

მადლობა ნინოს რეცეპტის გაზიარებისათვის. Smile

Torte

მასალა:

ცომი:

  • 3 კვერცხი
  • 1 ჭ შაქარი
  • 500 მლ მაწონი
  • 1 ჩკ სოდა 1 სკ ძმრით (ან 2 ჩკ გამაფხვიერებელი)
  • 100 გ დამდნარი კარაქი ან მარგარინი
  • 2 ჭ ფქვილი
  • ვანილი
  • 3 სკ კაკაო
  • 2 სკ ქოქოსის ფანტელი
  • 30 გ ქიშმიში

შოკოლადის მინანქარი:

  • 3 სკ. კაკაო,
  • 3 სკ. შაქარი 
  • 3 სკ. წყალი
  • კარაქი

მომზადება:

ცომის მომზადება:

კვერცხისგან და შაქრისგან გააკეთეთ გოგლი-მოგლი. დაუმატეთ მაწონში გახსნილი სოდა ძმრით (ან გამაფხვიერებელი), დამდნარი კარაქი ან მარგარინი, ფქვილი და ვანილი. ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთ ნაწილს დაამატეთ კაკაო და ქოქოსის ფანტელები. მეორე ნაწილს დაამატეთ ქიშმიში.

ცხიმწასმულ ფორმაში გადაიტანეთ ჯერ კაკაოიანი ცომი და თანაბრად გადაანაწილეთ, შემდეგ ქიშმიშიანი ცომიც დაამატეთ და  შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად.  მზა კექსს აცადეთ განელება და ფრთხილად გადმოიღეთ ფორმიდან.

შოკოლადის მინანქარი:

კაკაო, შაქარი და წყალი კარგად აურიეთ და დაბალ ცეცხლზე მუდმივი რევით წამოადუღეთ.

დაუმატეთ თვალით მცირეოდენი კარაქი და ცხელივე მოასხით კექსს, თანაბრად გადაანაწილეთ. ბოლოს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები.

შოკოლადის მინანქარის კიდევ ერთ რეცეპტს აქ იპოვით.

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *