ტირამისუ

On 30/03/2013 by letusc

ტირამისუ ტრადიციული იტალიური ნამცხვარია, ძალიან გემრიელი და არომატული. ტირამისუ მზადდება ცხობის გარეშე, საჭიროა მზა ნამცხვარი, რომელიც „Ladyfingers“-ის სახელით იყიდება სუპერმარკეტებში, კრემი კეთდება მდნარი ყველის მასკარპონეს ბაზისზე.

ეს ტირამისუ ჩემმა შვილმა, გვანცამ მოამზადა, ზომიერად ტკბილი, ძალიან გემრიელი და მარტივი ნამცხვარია. Smile

 

 

tiramisu

მასალა:

  • 400 გ მასკარპონე, ოთახის ტემპერატურის
  • 400 გ ნამცხვარი „Ladyfingers“
  • 4 კვერცხი
  • 100 გ შაქარი
  • კაკაო
  • 2 ჭიქა ყავა
  • 2 სკ ნუშის ლიქიორი „ამარეტო“

მომზადება:

მოამზადეთ ყავა თქვენი გემოვნებით და გააცივეთ. გაცივებულს შეურიეთ ამარეტო და ჩაასხით პატარა ჯამში.

კვერცხის გულები და ცილა გააცალკევეთ.

გულები შაქართან ერთად გათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. მასკარპონე დაამატეთ და კიდევ კარგად გათქვიფეთ. ცილა გათქვიფეთ ღრუბლისებურად და ფრთხილად შეურიეთ კვერცხის ნარევს კოვზით.

საშუალო ზომის ყალიბს (უკეთესია მინის, რომ გვერდები ლამაზად გამოჩნდეს) ფსკერზე წაუსვით კრემი, თითოეული ნამცხვარი უცებ ჩაასველეთ ყავის ხსნარში და ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობით დაფარეთ ძირი. გადაუსვით კრემი და მოაფრქვიეთ კაკაოს თხელი ფენა. ასე გაიმეორეთ შემდეგი ფენებისათვის, ვიდრე მასალა არ დაგიმთავრდებათ. ბოლოს დაამთავრეთ კრემით და მოაფრქვიეთ კაკაოს ფხვნილი.

tiramisu

ეს მასალა საკმარისია 26 სმ დიამეტრის ფორმის სამი ფენისათვის.

გაითვალისწინეთ, რომ ნამცხვრები ძლიერად იწოვს სითხეს და რომ არ ჩაგეშალოთ მხოლოდ 1-2 წამით ჩაასველეთ ყავაში.

მომზადებული ტირამისუ მთელი ღამით შედგით მაცივარში.

მიირთვით გემრიელად! 

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *