კომშის ღვეზელი

On 25/02/2014 by letusc

ნაზი და არომატული ნამცხვარი – კომშის ღვეზელი. კომში ზამთრის ძალიან სასრგებლო და გემრიელი ხილია. კომშის სამშობლო ამიერკავკასიაა. თურმე ჩვენს წინაპრებს 4000 წლის წინ დაუწყიათ კომშის მოშენება. ამას წინათ შემოგთავაზეთ კომშის მაფინები, რომლებმაც დეგუსტატორების აღფრთოვანება გამოიწვია. ამჯერად გაგაცნობთ კომშის ღვეზელს, ჰაეროვან და ძალიან გემრიელ ნამცხვარს. ხილიანი ნამცხვრების მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ. სცადეთ Smile

quitten-torte

მასალა 26 სმ დიამეტრიანი ფორმისათვის:

  • 100 გ კარაქი
  • 100 გ შაქარი
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 2 საშუალო ზომის კვერცხი
  • 100 გ არაჟანი
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი ან 0,5 ჩკ სოდა
  • 250 გ ფქვილი
  • 3 დიდი კომში
  • 20 გ დატეხილი ნუში ან ნიგოზი

მომზადება:

კომშები გათალეთ. ორი მათგანი დაჭერით პატარა კუბებად, ხოლო მესამე – მოგრძო ნაჭრებად. რადგან კომში მკვრივი ხილია, ნამცხვრის ცხობის დრო არ არის საკმარისი ნაყოფის დასარბილებლად და კომში მაგარი რჩება. ამიტომ უკეთესია დაჭრილი კომში ცომში შერევამდე მიკროტალღოვან ღუმელში დაახლოებით 5 წუთი წახარშოთ, გააცივოთ და ცომს შემდეგ შეურიოთ. თუ 5 წუთი საკმარისი არ აღმოჩნდა კომშის დასარბილებლად, დრო მოუმატეთ.
ვიდრე კომში გაცივდება, ცომი მოამზადეთ.
ფორმაში ჩაფინეთ ქაღალდი, კედლებს კი კარაქი წააცხეთ.
დარბილებული კარაქი, შაქარი, მარილი და ვანილიანი შაქარი გათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. შეათქვიფეთ კვერცხები სათითაოდ. დაამატეთ არაჟანი. ბოლოს გამაფხვიერებელში შერეული ფქვილიც შეურიეთ. ცომს დაამატეთ კუბებად დაჭრილი კომში და კარგად აურიეთ. ცომი გადაიტანეთ მომზადებულ ფორმაში და თანაბრად გაანაწილეთ. ზედაპირზე მოაწყვეთ კომშის მოგრძო ნაჭრები, მოაფრქვიეთ ნუში და შედგით წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. ნამცხვარი ცხვება დაახლოებით 40 წუთი.

quittenkuchen

ხის ჩხირით შეამოწმეთ, თუ გამოშრა, განსაკუთრებით ცენტრში. ზედაპირი თუ შეიფერა და გული ჯერ მზად არ არის, ქვედა ცეცხლი მიეცით და დატოვეთ ღუმელში, ვიდრე მზად არ იქნება.

 

Quittentorte
კომშის ღვეზელი გააგრილეთ და შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.

 

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *