ბანანის კექსი შოკოლადით

On 08/12/2014 by letusc

უმარტივესი და უგემრიელესი ნამცხვარი ბევრი ბანანით, შოკოლადის ნატეხებით, ნუშით და ქოქოსის ფანტელით. თუ ქოქოსის არომატი არ მოგწონთ, შეგიძლიათ ქოქოსი ამოიღოთ რეცეპტიდან და ორმაგი რაოდენობის ნუში გამოიყენოთ. სცადეთ აუცილებლად, მოგეწონებათ. Smile

Bananen-Chocolate-Chip Kuchen

მასალა:
 

  • 4 კვერცხი
  • 100 გ კარაქი
  • 150 გ შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 200 გ ფქვილი
  • 2 სკ გამაფხვიერებელი
  • 100 გ დაფქული ნუში
  • 100 გ ქოქოსის ფანტელი
  • 1 სკ კონიაკი
  • 80 გ მუქი შოკოლადი
  • 3 დიდი ბანანი
  • მწიკვი მარილი

 
მომზადება:  

ღუმელი 170 გრადუსზე გაახურეთ.
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად, დაამატეთ დარბილებული კარაქი, შეურიეთ ნუში, ქოქოსი, მარილი, დააცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და კარგად აურიეთ. დაამატეთ დატეხილი შოკოლადი, პატარა კუბებად დაჭრილი ბანანი, კარგად აურიეთ, ჩაასხით ქაღალდჩაფენილ ფორმაში ან კარაქწასმულ სილიკონის ფორმაში და შედგით ღუმელში 50-60 წუთით.

Bananen Kuchen

მზადყოფნა აუცილებლად ხის ჩხირით შეამოწმეთ.

Bananen-Schoko-Kuchen
შეგრილებულ კექსს მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი, ან მოასხით დამდნარი შოკოლადი და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი.

Bananen-Schokoladen Kuchen

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *