ბრაუნი კრემ-ყველის შიგთავსით

On 15/06/2014 by letusc

ეს უგემრიელესი ნამცხვარი – ბრაუნი კრემ-ყველის შიგთავსით – ჩემმა შვილმა გვანცამ გამოაცხო.  Smile ნამცხვარს გამოცხობისათვის მხოლოდ ნახევარი საათი სჭირდება,  ცომი ნოტიო  რჩება და ბრაუნი პირში დნება. არაჩვეულებრივია! თქვენც სინჯეთ აუცილებლად. Smile

Frischkaese Brownies

მასალა:

ცომი:

  • 100 გ კარაქი
  • 120 გ მუქი შოკოლადის ფილა
  • 50 გ თეთრი შოკოლადი
  • 140 გ შაქარი
  • 3 საშუალო ზომის კვერცხი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 150 გ გაცრილი ფქვილი

ყველის შიგთავსი:

  • 525 გ კრემ-ყველი (სრულცხიმიანი)
  • 60 გ შაქარი
  • 1,5 სკ ლიმნის წვენი
  • 3 სკ რძე
  • 1 შეკვრა ვანილიანი პუდინგის ფხვნილი (დაახლოებით 40 გ)

მომზადება:

ცომი:
26 სმ დიამეტრის ფორმაში ქაღალდი ჩაფინეთ და გვერდებზე ცხიმი წააცხეთ.
კარაქი და შოკოლადი პატარა ქვაბში ნელ ცეცხლზე ან მიკროტალღოვან ღუმელში ხშირი მორევით დაადნეთ და შეაცივეთ.
კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილიანი შაქარი ერთად გათქვიფეთ, კარაქის და შოკოლადის ნარევი შეათქვიფეთ და ფრთხილად შეურიეთ ფქვილი.

ყველის შიგთავსი:
კრემ-ყველი,  ლიმონის წვენი, შაქარი, პუდინგის ფხვნილი და რძე შეურიეთ ერთმანეთს და კარგად ათქვიფეთ.

ცომის ნახევარი მოათავსეთ მომზადებულ ფორმაში და ზედაპირი გადაასწორეთ. ცომის ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ ყველის შიგთავსი, დაადეთ ცომის მეორე ნახევარი და კიდევ გადაასწორეთ.
ფორმა შედგით წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში (ჰაერის ცირკულაციის რეჟიმზე) 30 წუთით, შემდეგ ფორმაშივე გააცივეთ.

Brownies
გაცივებული  ბრაუნი კრემ-ყველის შიგთავსით ბასრი დანით დაჭერით და სუფრასთან მიიტანეთ.

Brownies mit Frischkaese.

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *