რევანდის მაფინები
რევანდის მაფინები ჰაეროვანი და უგემრიელესი ნამცხვარია, სახელდახელო და მარტივი. სცადეთ, მოგეწონებათ.
მასალა 15 მაფინისათვის:
- 100 გ კარაქი
- 150 გ შაქარი
- 2 კვერცხი
- 100 გ ნაღები
- 200 გ ფქვილი
- 50 გ კარტოფილის ან სიმინდის სახამებელი
- 50 გ თხილეული (ნიგოზი/ნუში/თხილი)
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- ½ ჩკ გამაფხვიერებელი
- 1 მწიკვი მარილი
- 400 გ რევანდი
- ცოტაოდენი შაქრის პუდრი
მომზადება:
ღუმელი 175 გრადუსზე გააცხელეთ.
მაფინების მეტალის ან სილიკონის ფორმებში ჩაფინეთ პატარა ქაღალდის ფორმები.
რევანდის ღეროები გარეცხეთ და დაჭერით დაახლოებით 1 სმ-იან ნაჭრებად.
ერთად გაცერით ფქვილი, სახამებელი, მარილი და გამაფხვიერებელი. შეურიეთ ნუში/ნიგოზი.
დარბილებული კარაქი, შაქარი, მარილი და ვანილიანი შაქარი კარგად ათქვიფეთ კრემოვანი მასის მიღებამდე. კვერცხები სათითაოდ შეათქვიფეთ. დაამატეთ ნაღები. შეურიეთ მშრალი მასალის ნარევი. შემდეგ ცომს 200 გ რევანდიც დაუმატეთ.
ცომი მომზადებულ ფორმებში გადაანაწილეთ, მორჩენილი რევანდი ზედაპირზე მოაყარეთ და და შედგით ღუმელში დაახლოებით 30 წუთით.
რევანდის მაფინები ცხრილზე გააცივეთ, შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ და სუფრასთან მიიტანეთ.
მიირთვით გემრიელად!