პასკის ტორტი რევანდის მუსით

On 29/05/2016 by letusc

ვაგრძელებ ექაპერიმენტებს ქართულ სამზარეულოში. Smile

წინა პოსტში შემოგთავაზეთ უგემრიელესი მარციპანიანი პასკის რეცეპტი. შეიძლება ზოგიერთი თქვენთაგანი შემომედავოს-პასკა ისედაც გემრიელია და არაფრის დამატება არ სჭირდებაო. მართალია, პასკა უგემრიელესია, მაგრამ რატომაც არ უნდა ვცადოთ ჩვენი ქართული რეცეპტების გამდიდება და გამრავალფეროვნება? ჰოდა ამჯერად ვსინჯე პასკის და ჩემი საყვარელი ბოსტნეულის-რევანდის მუსის კომბინაცია. რევანდი არის უაღრესად არომატული ბოსტნეული, რომელსაც წარმატებულად იყენებენ კულინარიაში, განსაკუთრებით ტკბილი კერძების მომზადებაში. მერწმუნეთ, ჩვენი პასკაც ძალიან დაამშვენა.  Smile სცადეთ აუცილებლად, უგემრიელესია!

Osterkuchen-Paskatorte mit Rhabarbermus

მასალა:

პასკისათვის:

  • 100 მლ რძე
  • 400 გ ნაღები
  • 400 გ შაქარი
  • 300 გ კარაქი
  • 11 კვერცხის გული 
  • 1,25 კგ ფქვილი (ხორბალი ან იფქლი)
  • 80 გ ნედლი საფუარი 
  • 2 სკ კონიაკი
  • 1/2 ჩკ დაფქული მუსკატის კაკალი, 
  • ½ ჩკ ილი
  • ½ ლიმონი, ცედრა და წვენი
  • 200 გ ქიშმიში
  • 4 შეკვრა ვანილიანი შაქარი ან ვანილი სხვა ფორმით
  • ½ ჩკ მარილი
  • ცოტაოდენი ზეთი (ნეიტრალური გემოთი) ცომის მოსაზელად

რევანდის მუსისათვის:

  • 750 გ რევანდი
  • 3 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 3 სკ წყალი
  • 150 გ შაქარი
  • 15 გ სწრაფი ჟელატინის ფხვნილი (რომელსაც წინასწარ მოდუღება არ სჭირდება, ან ჟელატინი სხვა ფორმით)

შენიშვნა: მასალაში მოცემული რევანდის რაოდენობა საკმარისია ერთი დიდი ან ორი პატარა პასკისათვის.

მომზადება:

პასკა:
რძე შეათბეთ (არ გააცხელოთ!), მოასხით დამტვრეული საფუარის და 1 ჩკ შაქრის ნარევს. კარგად მოურიეთ და 15 წუთით დადგით თბილად ასაფუებლად.
შუნელებს და ლიმონის ცედრას დაასხით 1 სკ კონიაკი და ლიმონის წვენი და მოურიეთ.
მოზრდილ ჯამში გათქვიფეთ კვერცხის გულები შაქართან, ვანილიან შაქართან და მარილთან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე. დამატეთ დარბილებული კარაქი, გაცხელებული ნაღები და გააგრძელეთ თქვეფა, კარაქის დადნობამდე. კვერცხის ნარევს შეურიეთ კონიაკიანი სუნელები, აფუებული საფუარი და კარგად მოურიეთ. შემდეგ დააცერით ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომის ზელვისას ხელი ზეთში დაისველეთ. ცომს გადააფარეთ კულინარული ცელოფანი, ჯამი თბილად შეახვიეთ და დადგით რამოდენიმე საათით გასაფუებლად. გაფუებას სჭირდება 5-6 საათი. უკეთესია ცომი საღამოს მოზილოთ და ცხობა მეორე დღეს გააგრძელოთ.
ქიშმიშს მოასხით 1 სკ კონიაკი, მოაფრქვიეთ ცოტაოდენი ფქვილი და თითებით გაანაწილეთ.
მოამზადეთ ცილინდრული ფორმები, მაგალითად, სხვადასხვა ზომის ქვაბები ან კონსერვის ქილები. ფორმებს უხვად წააცხეთ რბილი კარაქი ან ფორმებში წინასწარ ჩაფინეთ ქაღალდი და ქაღალდსა და წააცხეთ კარაქი.
გაფუებული ცომი გადაზილეთ ზეთიანი ხელით. შეურიეთ ქიშმიში კონიაკიანად და კიდევ კარგად დაზილეთ. შემდეგ ზეთიანი ხელით გაანაწილეთ ფორმებში ისე, რომ ფორმის 1/3 შეივსოს ცომით. ყალიბებს ისევ ცელოფანი გადააფარეთ და თბილ ადგილას დადგით გასაფუებლად.
როცა ცომი გაფუვდება მოხსენით ცელოფანი და გამოაცხვეთ წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ზედა და ქვედა ცეცალი რეჟიმზე. პასკების ზედაპირი შეფერვას რომ დაიწყებს, მიეცით მხოლოდ ქვედა ცეცხლი. ჩემს ღუმელში ასე უკეთესი პასკა ცხვება. თქვენ გაითვალისწინეთ თქვენი ღუმელის თავისებურებები.
გაითვალისწინეთ, რომ პატარა პასკის გამოცხობის დრო უფრო მოკლეა, ვიდრე დიდის. გამოცხობას 40-60 (დაახლოებით) წუთი სჭირდება ფორმის ზომაზე დამოკიდებულებით. გამომცხვარი პასკები ფორმებშივე ცოტა შეაცივეთ. თუ მაღალი, ვიწრო ფორმები იხმარეთ, მაშინ დაწოლილი შეაგრილეთ. შემდეგ ამოიღეთ ფორმებიდან და დადეთ ცხრილზე სრულ გაცივებამდე. მაღალი და ვიწრო პასკები დაწვენილ მდგომარეობაში გააცივეთ. დრო და დრო აბრუნეთ.

რევანდის მუსი:
რევანდის ღეროები გარეცხეთ და დაჭერით დაახლოებით 1 სმ-იან ნაჭრებად.
ჩაყარეთ პატარა ქვაბში, მოაფრქვიეთ შაქარი და ვანილიანი შაქარი, დაასხით წყალი, წამოადუღეთ და ნელ ცეცხლზე 10-15 წუთი ხარშეთ. ბოლოს გააცივეთ. გაცივებულში შეურიეთ ჟელატინის ფხვნილი და სწრაფად ურიეთ, რომ თანაბრად განაწილდეს.

Osterkuchen-Paska

გაცივებული პასკა გაჭერით ორ თანაბარ ჰორიზონტალურ ფენად, ფენები რევანდის მუსით შეაერთეთ და ზევიდან შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.

Paskatorte mit Rhabarbermus

Osterkuchen-Paska mit Rhabarbermus

Paska mit Rhabarbermus

გემრიელად მიირთვით!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *