რევანდის ნამცხვარი

On 10/05/2015 by letusc

ჰაეროვანი და ძალიან არომატული რევანდის  ნამცხვარი. ძალიან უხდება კარამელის კრემი, რომელის მზა შევიძინე. კარამელის კრემი შეგიძლიათ მოხარშული შესქელებული რძითაც ჩაანაცვლოთ.

Rhababerkuchen.JPG

მასალა:

  • 150 გ კარაქი
  • 150 გ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 100 გ ნაღები
  • 200 გ ფქვილი
  • 50 გ კარტოფილის ან სიმინდის სახამებელი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი 
  • 1 მწიკვი მარილი
  • 450 გ რევანდი

Rhabarber-.jpg

Rhabarber.jpg

  • ცოტაოდენი შაქრის პუდრი ან კარამელის კრემი

მომზადება:

დარბილებული კარაქი, შაქარი, მარილი და ვანილიანი შაქარი კარგად ათქვიფეთ კრემოვანი მასის მიღებამდე. კვერცხები სათითაოდ შეათქვიფეთ. დაამატეთ ნაღები. ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი აურიეთ ერთმანეთში, კვერცხის მასას დააცერით და კარგად შეურიეთ.
რევანდი გარეცხეთ და დაჭერით. 250 გ დაჭრილი რევანდი  შეურიეთ ცომს.
ცომი ქაღალდდაფენილ ფორმაში (20სმX30სმ) გადაიტანეთ, ზედაპირი გადაასწორეთ, მორჩენილი რევანდი ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ და შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით.
გამომცხვარი რევანდის ნამცხვარი ქაღალდიანად გადააცურეთ ცხრილზე და გააცივეთ.

Rhabarber-Blechkuchen.jpg
გაცივებულს შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ ან მოაწვეთეთ კარამელის კრემი.

Rhabarber-Kuchen.JPG

კარამელის კრემის ნაცვლად შეგიძლიათ მოხარშული შესქელებული რძე გამოიყენოთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *