ფხვიერა “ჩხირები”
ეს უგემრიელესი ფხვიერები მომზადებულია ნუშის საშობაო ხრამუნების ცომით. ემატება მსხვილად დაჭრილი ნუში ზედაპირზე.
მასალა:
- 150 გ შაქარი
- 250 გ კარაქი
- 1-2 კვერცხი
- 1-2 სკ კაკაო
- 450 გ რბილი ხორბლის (იფქლი) სრულმარცვლოვანი ფქვილი
- 100 გ წმინდად დაფქული ნუში
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- დაფქული მიხაკი, ილი და მუსკატის კაკალი, თითოეული 1/4 ჩკ
- 1/4 ჩკ გახეხილი ჯანჯაფილი
- 1 მწიკვი მარილი
- 1 სკ კონიაკი
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი
- მსხვილად დაჭრილი ნუში
მომზადება:
შაქარი და დარბილებული კარაქი გათქვიფეთ, დაამატეთ კვერცხები და გააგრძელეთ თქვეფა. გამაფხვიერებლიანი ფქვილი, ნუში, კონიაკი, სუნელები, ვანილიანი შაქარი, მარილი დაუმატეთ და მოზილეთ ცომი, რომელიც ხელებზე არ უნდა გეკვროდეთ. ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ კაკაო. ცომის გასქელების ხარისხი ფქვილის სახესა და ხარისხზეა დამოკიდებული. თუ გრძნობთ, რომ ცომს ფქვილი აკლია, ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და კარგად მოზილეთ. სხვადასხვა ფერის ცომი ცალ-ცალკე შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და მაცივარში შეინახეთ. კარგად რომ გაცივდება, ორივე ფერის ცომისაგან წვრილი ლილვაკები გააკეთეთ, 5 სმ სიგრძის მონაკვეთები ჩამოაჭერით, დათლილ ნუშში ამოგანგლეთ, ორ ხელისგულს შორის შემოასწორეთ და მიეცით ჩხირის ფორმა.
თუ ცომი ძალიან დარბილდა დამუშავებისას, ცელოფანიანად გააცივეთ კიდევ მაცივარში. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-12 წუთი. ცომმა ფერი არ უნდა შეიცვალოს.
“ჩხირების” სახესხვაობაა ფხვიერა „კუნძი“, რომელიც იგივე ცომით შემდეგნაირად მზადდება:
თეთრი (ან ყავისფერი) ცომი მართკუთხედის ფორმით გააბრტყელეთ. ყავისფერი ცომისაგან ლილვაკი გააკეთ და თეთრი ცომის მართკუთხედში გაახვიეთ სიგრძივად. კიდეები მხოლოდ ერთმანეთთან უნდა მივიდეს, არ უნდა გადაფაროს ერთმანეთი. კულინარულ ცელოფანში გახვეული მაცივარში გააცივეთ, 1 სმ სისქის რგოლები ჩამოაჭერით და 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-12 წუთი გამოაცხვეთ.
მიირთვით გემრიელად!