ინდაურის მკერდი ლორის შიგთავსით

On 12/10/2014 by letusc

ინდაურის მკერდი ლორის შიგთავსით გახლავთ სახელდახელოდ მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი კერძი. უხდება შერეული სალათი. კერძი დაბალკალორიული, დაბალნახშირწყლოვანი და აგლუტენურია. Smile

Putenbrusttaschen mit Speckfüllung

მასალა:

  • 300 გ ინდაურის/ქათმის მკერდი
  • 1 სკ კრემყველი
  • 1 სკ ლორი, წვრილად დაჭრილი
  • მარილი, პილპილი
  • 2 კბილი ნიორი
  • ცოტაოდენი ზეთი

მომზადება:

ხორცი გარეცხეთ და შეამშრალეთ. ბასრი დანით ჰორიზონტალურად შეჭერით, მაგრამ არა ბოლომდე.

Putentasche

ხორცს შიგნიდან და გარედან მარილი და პილპილი მოაფრქვიეთ, ჩანთაში შიგნიდან წაუსვით კრემყველი, ამოავსეთ ლორით და მეტალის ან ხის ჩხირებით დაამაგრეთ.

putenbrust

ტაფაში ჩაასხით ზეთი, ჩადეთ ნივრის კბილები, შეათბეთ და მკერდი ზომიერ ცეცხლზე ორივე მხრიდან შეწვით. რამოდენიმეჯერ გადააბრუნეთ. ეცადეთ ხორცი არ გამოშრეს და წვნიანი დარჩეს.

Putenbrusttasche

ინდაურის მკერდი ლორის შიგთავსით ბასრი დანით დაჭერით და სუფრასთან თბილი მიიტანეთ შერეულ სალათთან ერთად.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *