ქათმის მკერდი პამიდვრის ჩირით

On 09/09/2014 by letusc

ქათმის მკერდი პამიდვრის ჩირით – ცილებით მდიდარი და ძალიან გემრიელი კერძი. ადვილი მოსამზადებელია, გამოუცდელი კულინარებიც კი ადვილად მოახერხებენ მომზადებას. კერძი დაბალკალორიული და დაბალნახშირწყლოვანია. არ შეიცავს გლუტენს. სცადეთ აუცილებლად. Smile

 

Hähnchenbrust mit getrockneten Tomaten

 

მასალა:

  • 2 ცალი ქათმის მკერდი
  • 4 ნაჭერი სულგუნი ან მოცარელა
  • 4 ნაჭერი პამიდვრის ჩირი
  • 2 კბილი ნიორი
  • 6 თხელი ნაჭერი შებოლილი ლორი
  • მარილი, წიწაკის ფანტელები
  • ცოტაოდენი ქინძი

მომზადება:

თითოეული მკერდი ბასრი დანით ჰორიზონტალურად შეჭერით ისე, რომ ღრმა ჯიბე მიიღოთ. ჯიბის შიდა ზედაპირზე წაუსვით გაჭყლეტილი ნიორი. მკერდებს შიგნიდან და გარედან მოაფრქვიეთ მარილი და წიწაკა. თითოეული ჩანთა ამოავსეთ ორი ნაჭერი ყველით და ორი ნაჭერი პამიდვრის ჩირით.

 

Hähnchenbrust

 

დაჭრილი ქინძიც მოაფრქვიეთ და მეტალის ან ხის ჩხირით დააფიქსირეთ.

 

Gefüllte Hähnchenbrust

 

მკერდებს შემოახვიეთ 3-3 ნაჭერი ლორი, დადეთ ცეცხლამძლე ფორმაზე და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთის განმავლობაში შეწვით, ერთხელ გადააბრუნეთ. ხორცი უნდა დარჩეს წვნიანი, არ გამოაშროთ.

 

Hähnchenbrust mit Frühstücksspeck

 

ქათმის მკერდი პამიდვრის ჩირით გემრიელია კარტოფილის ან ბოსტნეულის გარნირებთან ერთად.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *