ინდაურის მკერდი ბატატის შიგთავსით
ინდაურის მკერდი ბატატის შიგთავსით – ცილებით მდიდარი და ძალიან გემრიელი კერძი. კერძი დაბალკალორიული და დაბალნახშირწყლოვანია. არ შეიცავს გლუტენს. სცადეთ აუცილებლად.
მასალა:
- 500 გ ინდაურის/ქათმის მკერდი
- 2-3 ნაჭერი სულგუნი ან მოცარელა
- 1 კბილი ნიორი
- მარილი, წიწაკის ფანტელები
- ცოტაოდენი ქინძი
- 1 პატარა თავი ხახვი
- 1 პატარა ბატატი
- 1-2 დიდი ბატატი
- 1 სკ ზეითუნის ზეთი
მომზადება:
ხორცი:
ბატატი გარეცხეთ, გაფცქვენით და თხელ ფირფიტებად დაჭერით.
ხორცი გარეცხეთ და შეამშრალეთ. ბასრი დანით ჰორიზონტალურად შეჭერით, მაგრამ არა ბოლომდე. ჯიბის შიდა ზედაპირზე წაუსვით გაჭყლეტილი ნიორი. ხორცს შიგნიდან და გარედან მარილი და წიწაკა მოაფრქვიეთ, მხოლოდ შიგნითა მხრიდან – დაჭრილი ქინძი და ხახვი. შემდეგ ჩანთაში ჩადეთ ყველის და ბატატის ფირფიტები და მეტალის ან ხის ჩხირით დააფიქსირეთ.
ხორცი დადეთ ცეცხლამძლე ფორმაზე და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთის განმავლობაში შეწვით, ერთხელ გადააბრუნეთ. ხორცი უნდა დარჩეს წვნიანი, არ გამოაშროთ.
ბატატის გარნირი:
ბატატები გარეცხეთ, გაფცქვენით და 0,5 სმ სისქის ზოლებად/ფირფიტებად დაჭერით. დადეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე და 200 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში შეწვით. მარილი, ცხიმი და საკმაზი არ სჭირდება. ერთხელ გადააბრუნეთ და ცხელი მიირთვით.
ინდაურის მკერდი ბატატის შიგთავსით ცხელ-ცხელი მიირთვით ბატატის ჩხირებთან ერთად.
მიირთვით გემრიელად!