ქლიავის ტარტი

On 12/10/2013 by letusc

ადვილად მოსამზადებელი და გემრიელი ქლიავის ტარტი სრულმარცვლოვანი ფქვილით. სრულმარცვლოვანი ფქვილი შეიძლება თეთრითაც ჩაანაცვლოთ. არ შეიცავს ლაქტოზას. Smile

Pflaumentarte

მასალა 26 სმ დიამეტრიანი ფორმისათვის:

  • 250 გ სრულმარცვლოვანი ან თეთრი ფქვილი
  • 80 გ კარაქი
  • 65 გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 2-3 სკ წყალი საჭიროების შემთხვევაში
  • 2-3 სკ თაფლი
  • 500-600 გ მწიფე ქლიავი (კურკაგამოცლილი)
  • ცოტაოდენი დათლილი ნუში ან დატეხილი ნიგოზი
  • შაქრის პუდრი (სურვილით) მოსაფრქვევად

მომზადება:

ფქვილი, შაქარი, მარილი, ვანილიანი შაქარი და გამაფხვიერებელი აურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ დაჭრილი ცივი კარაქი და კვერცხი და ხელით აზილეთ. თუ ცომი არ შეიკვრება, დაუმატეთ თითო სკ წყალი. ცელოფანში შეხვეული ცომი 30-60 წუთით მაცივარში დაასვენეთ.
ამასობაში მოამზადეთ ქლიავი: გარეცხეთ, შეაშრეთ და კურკა გამოაცალეთ.
ტარტის ფორმას (ან ფორმა, რომელსაც გვერდები ეხსნება) ძირზე და გვერდებზე კარაქი წააცხეთ.
გაგრილებული ცომი ფქვილიან ზედაპირზე გააბრტყელეთ დაახლოებით 30 სმ დიამეტრის წრის ფორმით, ფრთხილად ჩაფინეთ ყალიბის ძირზე და გვერდებზეც მიაწებეთ.

Pflaumentarte

ზედმეტი ცომი გადაჭერით. ცომი კარგად დატკეპნეთ და ჩანგლით დაჩხვლიტეთ, გადაუსვით თაფლი, მოაწყვეთ ქლიავი ჭრილით ზევით, მოაფრქვიეთ დათლილი ნუში ან ნიგოზი და გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთი.

Pflaumentarte
გამომცხვარი ქლიავის ტარტი გააცივეთ და ისიამოვნეთ.
თუ ქლიავი საკმარისად ტკბილი არ არის და ნამცხვარს სიტკბო აკლია, ზევიდან შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *