პასკა-სააღდგომო კურდღელი

On 16/04/2015 by letusc

 

დღეს ვაცხობთ პასკას კურდღლის ფორმით. Smile

Osterhasenkuchen.jpg

მასალა:

  • 100 მლ რძე
  • 100 გ მაწონი, ოთახის ტემპერატურის
  • 230 გ შაქარი
  • 130 გ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 600-700 გ ფქვილი (ხორბალი ან იფქლი)
  • 25-30 გ ნედლი საფუარი 
  • 2 სკ კონიაკი
  • 1/2 ჩკ დაფქული მუსკატის კაკალი, 
  • ½ ჩკ ილი
  • ½ ჩკ გახეხილი ჯანჯაფილი
  • ½ ჩკ დაფქული მიხაკი
  • 200 გ ქიშმიში
  • 3 შეკვრა ვანილიანი შაქარი ან ვანილი სხვა ფორმით
  • ½ ჩკ მარილი
  • ნეიტრალური გემოს ზეთი ცომის მოსაზელად

მომზადება:

საფუარი დაამტვრიეთ, მოათავსეთ პატარა ჯამში და დაუმატეთ 1 ჩკ შაქრის ფხვნილი. რძე შეათბეთ (არ გააცხელოთ!) და საფუარს მოასხით. კარგად მოურიეთ და 15 წუთით დადგით თბილად ასაფუებლად.
სუნელებს დაასხით 1 სკ კონიაკი და მოურიეთ.
მოზრდილ ჯამში გათქვიფეთ კვერცხი შაქართან, ვანილიან შაქართან და მარილთან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე. დამატეთ დარბილებული კარაქი, მაწონი და გააგრძელეთ თქვეფა. კვერცხის ნარევს შეურიეთ კონიაკიანი სუნელები, აფუებული საფუარი და კარგად მოურიეთ. შემდეგ დააცერით ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომის ზელვისას ხელი ზეთში დაისველეთ. ცომს გადააფარეთ კულინარული ცელოფანი, ჯამი თბილად შეახვიეთ და დადგით რამოდენიმე საათით გასაფუებლად.
ქიშმიშს მოასხით 1 სკ კონიაკი, მოაფრქვიეთ ცოტაოდენი ფქვილი და თითებით გაანაწილეთ.
მოამზადეთ ფორმები, მაგალითად, კურდღლის ან ბატკნის ფორმა, ან ცილინდრული ფორმები. ფორმებს უხვად წააცხეთ რბილი კარაქი, მოაფრქვიეთ ფქვილი და ზედმეტი ფქვილი გადმოფერთხეთ ფორმიდან.
გაფუებული ცომი გადაზილეთ ზეთიანი ხელით. შეურიეთ ქიშმიში კონიაკიანად და კიდევ კარგად დაზილეთ. შემდეგ ზეთიანი ხელით გაანაწილეთ ფორმებში ისე, რომ ფორმის 1/3 შეივსოს ცომით. ყალიბებს ისევ ცელოფანი გადააფარეთ და თბილ ადგილას დადგით გასაფუებლად.
როცა ცომი გაფუვდება მოხსენით ცელოფანი და გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მზადყოფნა ჩხირით შეამოწმეთ. გამომცხვარი პასკები ცხრილზე გააცივეთ. გაცივებული პასკები მორთეთ სურვილისამებრ ან უბრალოდ შაქრის პუდრით.

Osterkuchen-Paska.jpg

გემრიელად მიირთვით! Smile
გისურვებთ სასიამოვნო აღდგომის დღესასწაულს!

P.S. ამ მასალით გამოვიდა ერთი კურდღელი და ერთი მომცრო ზომის პასკა.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *