სააღდგომო გვირგვინი

On 19/04/2014 by letusc

სააღდგომო გვირგვინი გამოვაცხვე ჩვენი პასკის რეცეპტისა და გერმანული სააღდგომო გვირგვინის რეცეპტის კომბინირებული რეცეპტით. ძალიან გემრიელია, ძალიან ლამაზი და არც რთულია გამოსაცხობად. დეკორაციისათვის გამოიყენეთ შეღებილი კვერცხი, კრისტალური შაქარი და დათლილი ნუში. სცადეთ აუცილებლად. Smile

 

Osterkranz

 

მასალა:

  • 200 მლ რძე
  • 200 გ შაქარი
  • 150 გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 500 გ ფქვილი (დაახლოებით)
  • 20 გ ნედლი საფუარი
  • 1 სკ კონიაკი
  • 100 გ ქიშმიში
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • ½ ლიმონის გახეხილი კანი და წვენი
  • ¼ ჩკ მუსკატი
  • ¼ ჩK ილი
  • დანის წვერით მარილი
  • დათლილი ნუში და კრისტალური შაქარი დეკორაციისათვის
  • ცოტაოდენი ფქვილი ცომის დასამუშავებლად
  • 1 კვერცხის გული 1 ჩკ რძით

მომზადება:

მოამზადეთ ცომის ხაში: პატარა ჯამში საფუარი დატეხეთ და 1 ჩკ შაქარი შეურიეთ. რძის ნახევარი გაათბეთ და დაამატეთ. მიუმატეთ, აგრეთვე, 100 გ ფქვილი (საერთო რაოდენობიდან აიღეთ), ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და 15-20 წუთი დაფარებული დატოვეთ.
რძის მეორე ნახევარი გააცხელეთ და მუსკატი და ილი შეურიეთ.
მოზრდილ ჯამში კვერცხი გათქვიფეთ შაქართან, მარილთან და ვანილთან ერთად აქაფებამდე. სუნელებიანი რძე თანდათანობით დაასხით და განუწყვეტლივ ურიეთ. ლიმონის კანი და წვენი და შემდეგ ხაშიც დაუმატეთ და კარგად აურიეთ. შემდეგ ფქვილიც თანდათანობით დააცერით. თავიდან მიქსერის სპირალებით დაიწყეთ ზელვა და შემდეგ ხელით გააგრძელეთ. ბოლოს დაამატეთ ძალიან დარბილებული ან მიკროტალღოვან ღუმელში მსუბუქად დამდნარი კარაქი და ზილეთ ელასტიური ცომის მიღებამდე. ჯამს კულინარული ცელოფანი გადააფარეთ და თბილად დადგით, ვიდრე მოცულობაში დაახლოებით ორჯერ არ მოიმატებს (2-3 საათი).
ქიშმიშს მოასხით ერთი სკ კონიაკი და ცომს გაფუების შემდეგ შეურიეთ. ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და ძლიერად ზილეთ, თან ცოტ-ცოტა ფქვილიც შეაზილეთ. თუ ორი გვირგვინის გამოცხობა გინდათ, ცომი ორად გაყავით, ამოაგუნდავეთ, ცელოფანი გადააფარეთ და 5-10 წუთი დაასვენეთ. თუ ერთი დიდი გვირგვინი გირჩევნიათ, მთელი ცომი ერთიანად დაამუშავეთ.
მაშ ასე, ცომის თითოეული ნახევარი (ან მთლიანი) კიდევ სამ ტოლ ნაწილად გაყავით, გუნდების ფორმა მიეცით და კვლავ 5 წუთი დაასვენეთ. შემდეგ დაიწყეთ გუნდებიდან მილების გამოძერწვა. სამი მილი ერთი ბოლოთი შეაწებეთ, გადაწანით და ნაწნავის ბოლოები მიამაგრეთ ერთმანეთს.

 

 

Teigzopf

 

გვირგვინი ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე გადაიტანეთ, გადააფარეთ და 20 წუთი დაასვენეთ. შემდეგ ფუნჯით წაუსვით კვერცხის და რძის ნარევი, მოაფრქვიეთ კრისტალური შაქარი და დათლილი ნუში და შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთით.

 

Hefeteigkranz

 
გამომცხვარი სააღდგომო გვირგვინი ცხრილზე გააცივეთ.

 

Oster - Kranz

 

გემრიელად მიირთვით!
გისურვებთ ბედნიერ აღდგომის დღესასწაულს!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *