სააღდგომო პასკა

On 16/04/2013 by letusc

შემოგთავაზებთ სააღდგომო პასკის რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ადვილად მოამზადებთ გემრიელ, სურნელოვან და არომატულ პასკას.

paska-osterkuchen

მასალა 2,5 კგ პასკისათვის:

  • 500 მლ რძე
  • 500 გ შაქარი
  • 300 გ კარაქი
  • 5 კვერცხი
  • 1,25 კგ ფქვილი (დაახლოებით)
  • 2 შეკვრა მშრალი საფუარი (თითო 7 გრამიანი)
  • 2 სკ კონიაკი
  • 200 გ ქიშმიში
  • 3 შეკვრა ვანილიანი შაქარი ან ვანილი სხვა ფორმით
  • ლიმნის ესენცია
  •  1/2 ჩკ დაფქული მუსკატის კაკალი,
  • დანის წვერით მარილი
  • ნეიტრალური გემოს ზეთი ცომის მოსაზელად.

მომზადება:

მოზრდილ ჯამში გათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე. დაასხით ცხელი რძე ნელა-ნელა და თან თქვიფეთ. დამატეთ დარბილებული კარაქი და ურიეთ დადნობამდე.  შეურიეთ მარილი, მუსკატი, ლიმნის ესენცია და ვანილი. დააცერით მშრალ საფუარში შერეული ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომის ზელვისას ხელი ზეთში დაისველეთ. შემდეგ ცომს გადააფარეთ კულინარული ცელოფანი, ჯამი თბილედ შეხვიეთ და დადგით რამოდენიმე საათით გასაფუებლად. უკეთესია ცომი საღამოს მოზილოთ და პროცესი მეორე დღეს გააგრძელოთ.

მოამზადეთ პასკის ფორმები. ფორმებად შეგიძლიათ ტორტის ან ნამცხვრის ნებისმიერი ყალიბი გამოიყენოთ. ჩაფინეთ ფორმის ძირში ქაღალდი. შემდეგ ქაღალდისაგან გამოჭერით ზოლი, რომლის სიგანეც ფორმის კედელზე მეტი იქნება. ამ ზოლს ერთ გრძელ მხარეზე მაკრატლით 1 სმ-ს სიღმის ჭრილები გაუკეთეთ დაახლოებით 2 სმ-ის გამოტოვებით. ყალიბის ძირზე დაფენილ ქაღალდს კედლის ძირში წაუსვით კარაქი და გამოჭრილი ზოლი ყალიბის შიდა კედელს ამოუფინეთ ისე, რომ ჩაჭრილი ნაწილები ძირზე მოეფინოს და დაეკრას. ზოლის ბოლოები ცოტა უნდა გადავიდეს ერთმანეთზე. ასე ყალიბის ძირიც და გვერდებიც დაფარული გექნებათ ქაღალდით და პასკის გვერდები ლამაზი და გლუვი გამოგივათ.

papier

papier auslegen

ქიშმიში დაალბეთ კონიაკში.

გაფუებული ცომი გადაზილეთ ზეთიანი ხელით. შეურიეთ ქიშმიში კონიაკიანად და კიდევ კარგად დაზილეთ. შემდეგ ზეთიანი ხელით გაანაწილეთ ფორმებში ისე, რომ ფორმის 1/3 შეივსოს ცომით. ყალიბებს ისევ ცელოფანი გადააფარეთ და თბილ ადგილას დადგით გასაფუებლად.

როცა ცომი გაფუვდება და ფორმის ნახევარეზე მეტს შეავსებს, მოხსენით ცელოფანი და რამოდენიმე ფორმა ერთად შეაწყვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

P1060487

მზადყოფნა ჩხირით შეამოწმეთ. გაითვალისწინეთ, რომ პატარა პასკის გამოცხობის დრო უფრო მოკლეა, ვიდრე დიდის. გამომცხვარი პასკები ფორმებშივე ცოტა შეაცივეთ. თუ მაღალი, ვიწრო ფორმები იხმარეთ, მაშინ დაწოლილი შეაგრილეთ. შემდეგ ამოიღეთ ფორმებიდან და დადეთ ცხრილზე სრულ გაცივებამდე. მაღალი და ვიწრო პასკები დაწვენილ მდგომარეობაში გააცივეთ. დრო და დრო აბრუნეთ. გაცივებული პასკები მორთეთ სურვილისამებრ თეთრი ან ყავისფერი შოკოლადის მინანქარით, ან უბრალოდ შაქრის პუდრით.

paska-osterkuchen

saagdgomo-paska

osterlamm

osterlamm

paska-osterkuchen

მიირთვით გემრიელად! Smile

გისურვებთ ძალიან სასიამოვნო აღდგომის დღესასწაულს!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *