ფლავი მიდიებით
რეცეპტი ჩვენი მკითხველის ნინო გვარაძისაგან – ფლავი მიდიებით.
მასალა:
- 1 თავი ხახვი
- 400 გრ. გარჩეული, მიდიები
- 1 სკ ტომატი
- 500 გრ. ბრინჯი
- ზეთი ხახვის შესაწვავად
- დაფქული ქინძი, მარილი, Curry გემოვნებით
მომზადება:
ბრინჯი კარგად გარეცხეთ, მარილიან წყალში მოხარშეთ და საწურზე დაწურეთ.
მიდიებს დაასხით მდუღარე წყალი, 2 წუთით გააჩერეთ ასე და შემდეგ გადაწურეთ
საწურზე.
ქვაბში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი ზეთში. შეურიეთ ტომატი, მიდიები, მარილი,
ქინძი, Curry და ბოლოს ბრინჯი.
გემრიელად მიირთვით!