საშობაო შავ-თეთრი ხრამუნები

On 04/01/2013 by letusc

საშობაო შავ-თეთრი ხრამუნები

მასალა:

  • 300 გ ფქვილი
  • 100 გ შაქარი
  • 1 სკ კაკაო
  • 150 გ კარაქი
  • 1 დიდი კვერცხი
  • 1 ლიმნის გახეხილი კანი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • დაფქული მიხაკი, ილი და მუსკატის კაკალი, თითოეული 1/4 ჩკ
  • 1/4 ჩკ გახეხილი ჯანჯაფილი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1 სკ კონიაკი
  • 1 ჩკ გამაფხვიერებელი

მომზადება:

შაქარი და დარბილებული კარაქი გათქვიფეთ, დაამატეთ კვერცხები და გააგრძელეთ თქვეფა. გამაფხვიერებლიანი ფქვილი, კონიაკი, სუნელები, მარილი დაუმატეთ და მოზილეთ ცომი, რომელიც ხელებზე არ უნდა გეკვროდეთ. ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ კაკაო. ცომის გასქელების ხარისხი ფქვილის სახესა და ხარისხზეა დამოკიდებული. თუ გრძნობთ, რომ ცომს ფქვილი აკლია, ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და კარგად მოზილეთ. სხვადასხვა ფერის ცომი ცალ-ცალკე შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და მაცივარში შეინახეთ 1 საათით. კარგად რომ გაცივდება, გააბრტყელეთ თითოეული ორ ცელოფანს შორის 3-4 მმ სისქეზე. თუ ცომი ძალიან დარბილდა დამუშავებისას, ცელოფანიანად მაცივარში დააბრუნეთ. შემდეგ კაკაოიანი ცომი დააფარეთ თეთრ ცომს (ან პირიქით), ხელით ოდნავ დააწექით, მსუბუქად გადაატარეთ გასაბრტყელებელი ჯოხი, რომ ზედაპირი გაისწორდეს. ცოტა ხნით მაცივარში გააცივეთ, რომ დაჭრისას არ დაზიანდეს. ბოლოს გამოიღეთ მაცივრიდან, ამოჭერით სხვადასხვა ფორმები და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-12 წუთი. Fორმების ამოჭრის შემდეგ მუქი და თეთრი ცომის ნარჩენები მსუბუქად გადაზილეთ, ისევ გააბრტყელეთ, ამოჭერით და გამოაცხვეთ. ასე ნაწილობრივ შერეული ცომით შეგიძლიათ ძალიან ლამაზი ხრამუნები გამოაცხოთ, მაგალითად, ნაწილობრივ „დათოვლილი“ ნაძვის ხე. დანარჩენი თქვენს ფანტაზიაზეა!  ეცადეთ გამოცხობისას, ცომმა ფერი არ შეიცვალოს, თორემ ძალიან გამოშრება.

საშობაო შავ-თეთრი ხრამუნები

გააგრილეთ და მიირთვით გემრიელად! Smile

პ.ს. ეს ხრამუნები საშობაო სუნელების გარეშეც უგემრიელესია.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *