მაფინები მოცხარით და ნუშით
სახელდახელო და უგემრიელესი მაფინები მოცხარით და ნუშით.
მასალა 12 მაფინისათვის:
- 100 გ შაქარი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 3 კვერცხი
- 100 გ დარბილებული კარაქი
- 100 გ მაწონი
- 3 ჩკ ხსნადი ყავა
- 200 გ დაფქული ნუში
- 100 გ ფქვილი (დაახლოებით), თეთრი ან სრულმარცვლოვანი
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი ან 0,5 ჩკ სოდა ძმრით
- მწიკვი მარილი
- 300-400 გ დამარცვლილი მოცხარი
- შაქრის პუდრი დეკორაციისათვის
მომზადება:
მაფინების მეტალის ან სილიკონის ფორმებში ჩაფინეთ პატარა ქაღალდის ფორმები. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ.
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან, ვანილიან შაქართან და მარილთან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე, შეათქვიფეთ კარაქი. დაამატეთ მაწონში გახსნილი ყავა, ნუში, დააცერით ფქვილის და გამაფხვიერებლის ნარევი და კოვზით კარგად გაანაწილეთ. ცომს ფრთხილად მოცხარიც შეურიეთ და გადაანაწილეთ ფორმებში.
მაფინები შედგით ღუმელში დაახლოებით 30 წუთით. გამომცხვარი მაფინები ქაღალდიანად ამოიღეთ მეტალის ან სილიკონის ფორმებიდან და ცხრილზე გააცივეთ.
გაცივებულ მაფინებს შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.
მიირთვით გემრიელად!