შვრიის და ყავის მაფინები მანგოს მუსით

On 24/03/2015 by letusc

შემოგთავაზებთ შვრიის და ყავის მაფინებს მანგოს მუსით, ადვილი მოსამზადებელია, ჩქარა ცხვება და რაც მთავარია, ძალიან გემრიელია.
შვრია სასარგებლო მარცვლოვანია და მდიდარია მინერალური ელემენტებით და ვიტამინებით. მისგან მრავალი გემრიელი საკვების მომზადება შეიძლება. თუ უგლუტენო შვრიის ფანტელებს გამოიყენებთ, მაშინ შეგიძლიათ ეს ნამცხვარი აგლუტენური დიეტის დროსაც მიირთვათ.
მაფინებს ძალიან მოუხდა მანგოს არომატი. თუ თქვენ სხვა ხილს ანიჭებთ უპირატესობას, შეგიძლიათ მანგოს მაგიერ თქვენი საყვარელი ხილის პიურე გამოიყენოთ.

 

Hafer-Kaffee-Mango Muffins

 

მასალა:

  • 50 გ სიმინდის სახამებელი
  • 100 გ შვრიის ფანტელი (დაფქული)
  • 50 გ კარაქი
  • 100 გ შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 1 სკ ხსნადი ყავა 1 ჩკ კონიაკით
  • 100 გ ნაღები
  • ერთი მწიკვი მარილი
  • 0,5 ჩკ სოდა ძმრით
  • 30 გ მუქი შოკოლადი
  • 1-2 მწიფე მანგო
  • ცოტაოდენი შაქრის პუდრი დეკორაციისათვის.

მომზადება:

მაფინების მეტალის ან სილიკონის ფორმებში ქაღალდის ფორმები ჩაფინეთ.
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად გათეთრებამდე. დაამატეთ დარბილებული კარაქი, მარილი და ყავა და ნაღები. შემდეგ დაამატეთ სახამებლის და შვრიის ნარევი და აურიეთ კვერცხის ნარევს. ბოლოს შეურიეთ სოდაც და შემდეგ – დატეხილი შოკოლადი. ცომი გაანაწილეთ ფორმებში და წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში აცხვეთ დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი მაფინები ცხრილზე გააცივეთ.
მანგო გაფცქვენით, რბილობი დაჭერით და ბლენდერში ათქვიფეთ.
გაცივებულ მაფინებს ბასრი, წვეტიანი დანით ზედაპირზე კონუსისებრი ღრმული ამოაჭერით, სუფრასთან მიტანის წინ 1-2 ჩკ მანგოს მუსით ამოავსეთ და ზევიდან შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.

 

Hafer Kaffee Mango Muffins

 

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *