გარგარის და ატმის ჯემი
გარგარის და ატმის ჯემი, უგემრიელესი და უადვილესი. სინჯეთ, მოგეწონებათ აუცილებლად.
მასალა:
- 3 კგ მწიფე ატამი, დაჭრილი (კურკის გარეშე)
- 3 კგ მწიფე გარგარი (კურკის გარეშე)
- 2-3 კგ შაქარი (დაახლოებით)
მომზადება:
დაჭრილი, გაუფცქვნელი ატამი და კურკაგამოცლილი გარგარი ჩაყარეთ ქვაბში შაქართან მონაცვლეობით და დატოვეთ რამოდენიმე საათი, ვიდრე წვენი არ გამოეყოფა. დადგით ნელ ცეცხლზე, წვენს რომ მოიგდებს, შეგიძლიათ ცეცხლს ცოტა მოუმატოთ. და გააგრძელეთ ხარშვა სასურველ სისქემდე და კონსისტენციამდე. ხშირად ურიეთ. გაითვალისწინეთ, რომ გაცივების შემდეგ ჯემი გასქელდება. თუ გსურთ გემი ერთგვაროვან მასად გადაიქცეს, ბლენდერით გათქვიფეთ. მე არ ვთქვეფ, რადგან მომწონს ჯემში ხილის რბილობის პატარა ნაჭრები.
მოხარშული ცხელი ჯემი ჩაასხით ცხელ ქილებში და მოახრახნეთ ცხელი ხუფები. შეინახეთ გრილ ადგილას.
მიირთვით გემრიელად!