ყველის ტორტი მოცვით (Cheesecake)

On 02/09/2013 by letusc

ადვილად მოსამზადებელი ყველის ტორტი მოცვით (Cheesecake) ცხობის გარეშე. შეგიძლიათ გაყინული მოცვითაც მოამზადოთ. თუ გაყინული ხილით მოამზადებთ, წინასწარ დაადნეთ და წვენი ჟელატინის დასალბობად გამოიყენეთ. მოცვი შეგიძლიათ სხვა კენკროვანებითაც შეცვალოთ ან კენკროვანების ნარევი გამოიყენოთ. ძალიან გემრიელია, მოამზადეთ და აზრი გაგვიზიარეთ.

Heidelbeer-Käse Torte

მასალა:

  • 150-200 გ ხრამუნები (“პეჩენია”), მაგ. სრულმარცვლოვანი ფქვილის
  • 100 გ კარაქი
  • 500 გ კრემ ყველი
  • 250 გ მაწონი ან ნატურალური იოგურტი
  • 2 შეკვრა დაფქული ჟელატინი (თითო 9 გრამიანი) და 200 მლ წყალი
  • 100 გ შაქარი
  • 100 გ მოცვი
  • 50 გ თეთრი შოკოლადი
  • 20 გ ნაღები
  • დამატებით მოცვი მოსართავად (სურვილით)

მომზადება:

26 სმ დიამეტრიან ფორმაში, რომელსაც გვერდები ეხსნება, ჩაფინეთ ქაღალდი.

Vollkornkekse

ხრამუნები ცომის გასაბრტყელებელი ჯოხით ან ბლენდერში წმინდად დაფხვენით, შეურიეთ დარბილებული კარაქი, ქაღალდჩაფენილი ფორმის ფსკერზე თანაბრად გაანაწილეთ და კარგად დატკეპნეთ.

Heidelbeer-Käse Torte

ყველი, იოგურტი და შაქარი მექსერით ათქვიფეთ. ჟელატინს დაასხით წყალი ან, გაყინული ხილის შემთხვევაში, წვენის და წყლის ნარევი. 10 წუთი დაალბეთ და შემდეგ მიკროტალღოვან ღუმელში რამოდენიმე წუთი შეათბეთ ჟელატინის გახსნამდე.

ჟელატინი შეურიეთ ათქვეფილ ყველს და დაამატეთ გარეცხილი და მშრალი მოცვი.

ყველის მასა მომზადებულ ფორმაში ჩაასხით, ზედაპირი გადაასწორეთ და მინიმუმ 4 საათით მაცივარში შედგით.

დატეხილ თეთრ შოკოლადს მოასხით ნაღები და მიკროტალღოვან ღუმელში შედგით შოკოლადის დადნიბამდე, კარგად აურიეთ, შეაგრილეთ და გაცივებული ტორტის ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ. მორთეთ მოცვის ნაყოფებით.

Heidelbeer-Käse Torte

სუფრასთან მაცივრიდან გამოღებისთანავე მიიტანეთ.

Heidelbeer-Käse Torte

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *