შვრიის ნამცხვარი ყავით

On 04/09/2014 by letusc

შვრია სასარგებლო მარცვლოვანია და მდიდარია მინერალური ელემენტებით და ვიტამინებით. მისგან მრავალი გემრიელი საკვების მომზადება შეიძლება. უკვე შემოგთავაზეთ შვრიის ფანტელისაგან მომზადებული პურის რეცეპტები. ამჯერად კი გაგაცნობთ შვრიის და სიმინდის სახამებლით მომზადებულ ნამცხვარს ყავით. თუ უგლუტენო შვრიის ფანტელებს გამოიყენებთ, მაშინ შეგიძლიათ ეს ნამცხვარი აგლუტენური დიეტის დროსაც მიირთვათ.
ეს ნამცხვარი ჩემმა შვილმა, გვანცამ გამოაცხო. ადვილი მოსამზადებელია, ჩქარა ცხვება და რაც მთავარია, ძალიან გემრიელია. თქვენც სცადეთ.    Smile

Kaffee-Pudding Kuchen

მასალა:

ცომი:

  • 150 გ სიმინდის სახამებელი
  • 150 გ შვრიის ფანტელი (დაფქული)
  • 100 გ კარაქი
  • 200 გ შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 4-5 კვერცხი
  • 2 სკ ხსნადი ყავა 1 სკ კონიაკით
  • 200 გ ნაღები
  • ¼ ჩკ მარილი
  • 1 ჩკ სოდა ძმრით

პუდინგი:

  • 200 მლ რძე
  • 20 გ სიმინდის სახამებელი
  • 40 გ შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი

მომზადება:

პუდინგი:
სიმინდის სახამებელი, ვანილიანი შაქარი და შაქარი გახსენით რძეში, შედგით მიკროტალღოვან ღუმელში გასქელებამდე, პერიოდულად ურიეთ. ან დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე მუდმივი რევით. პუდინგს ზედაპირზე მჭიდროდ გადააფარეთ კულინარული ცელოფანი და გააცივეთ.

ცომი:
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად გათეთრებამდე. დაამატეთ დარბილებული კარაქი, მარილი და ყავა. შეურიეთ ათქვეფილი ნაღები. შემდეგ დაამატეთ სახამებლის და შვრიის ნარევი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოლოს შეურიეთ სოდაც. ცომი გადაიტანეთ ქაღალდდაფენილ (დაახლოებით 40სმX30სმ) საცხობ ფურცელზე და წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ.
დაახლოებით 10-15 წუთში ნამცხვარი მზადაა.

გაცივებული ნამცხვარი გაჭერით ორ თანაბარ ნაწილად. ერთ ნაწილს წაუსვით მურაბა ან ჯემი, გადაუსვით პუდინგი და ზევიდან დაადეთ მეორე ნახევარი. ნამცხვარი 1-2 საათით მაცივარში „დაასვენეთ“.
შოკოლადი დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღოვან ღუმელში და მოასხით ნამცხვარს.

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *