შვრიის ნიგვზიანი და ჩირიანი პური
სასარგებლო და ძალიან გემრიელი შვრიის ნიგვზიანი და ჩირიანი სადესერტო პური. ჩირის სახეობა შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ. ეცადეთ გამოიყენოთ ჩირი, რომელსაც მომზადებისას შაქარი არ აქვს დამატებული. ცომი გაფუებას არ საჭიროებს.
აუცილებლად სცადეთ, უგემრიელესია. გლუტენის აუტანლობის შემთხვევაში შეგიძლიათ უგლუტენო ფქვილითაც მოამზადოთ.
მასალა:
- 250 გ შვრიის ფანტელი
- 1/4 ჩკ მარილი
- 20 გ შაქარი
- 350 მლ ნელ-თბილი წყალი (დაახლოებით)
- 1 ჩკ მშრალი საფუარი
- 50 გ დატეხილი ნიგოზი
- 50 გ სელის თესლი
- 50 გ ქიშმიში
- 50 გ ფინიკის ნაყოფი
- 1 ჩკ კონიაკი
- ცოტაოდენი ქოქოსის ცხიმი ფორმისათვის
- ნიგვზის რამოდენიმე ლებანი
მომზადება:
ფორმას წააცხეთ ქოქოსის ცხიმი.
დაჭრილი ფინიკის ნაყოფი და ქიშმიში აურიეთ და მოასხით კონიაკი.
შვრიის ფანტელი და სელის თესლი ერთად დაფქვით ნებისმიერი სახის საფქვავით, მაგალითად, ბლენდერით. მიღებული ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, დაამატეთ მარილი, შაქარი, საფუარი და აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ თანდათანობით (ჯერ 300 მლ და თუ ცომი სქელი გამოვიდა, 50 მილილიტრიც) დაასხით წყალი და მოზილეთ ცომი. შემდეგ შეურიეთ დატეხილი ნიგოზი და ჩირები და გადაზილეთ. ცომი გადაიტანეთ მომზადებულ ფორმაში, სველი ხელით გადაასწორეთ ზედაპირი, მოაწყვეთ ნიგვზის ლებნები, მოაფრქვიეთ შვრიის ფანტელები, ხელით მსუბუქად დატკეპნეთ და ფორმა შედგით წინასწარ გაუხურებელ ღუმელში. აცხვეთ 220 გრადუსზე დაახლოებით 50 წუთი.
გამომცხვარი პური ფორმიდან ამოიღეთ და ცხრილზე გააცივეთ.
გემრიელად მიირთვით!