შვრიის ფაფა ვაშლით
შვრიის ფაფა ვაშლით მდიდარია ვიტამინებით, არაორგანული ელემენტებით და ბოჭკოვანი ნივთიერებებით და წარმოადგენს იდეალურ საუზმეს. ამას გარდა ძალიან გემრიელი და მაწიერია. არ შეიცავს ლაქტოზას. აუცილებლად სცადეთ.
მასალა ერთი ულუფისათვის:
100 გ შვრიის, ან იფქლის ფანტელი
1 ვაშლი
1-2 ჩკ თაფლი სურვილით
დარიჩინი და ნუშის ფანტელი სურვილით
მომზადება:
ვაშლი დაჭერით კანიანად პატარა კუბებად, მოათავსეთ მიკროტალღოვანი ღუმელისათვის შესაფერის ჭურჭელში/ჯამში და შედგით მიკროტალღოვან ღუმელში 4-5 წუთით.
შემდეგ გამოიღეთ, დაამატეთ შვრიის ან იფქლის ფანტელი და დაასხით იმდენი წყალი, რომ ფანტელების ზედაპირამდე მოადგეს. მოურიეთ და შეაბრუნეთ ღუმელში 1-2 წუთით. ღუმელიდან გამოღების შემდეგ დაამატეთ თაფლი და კიდევ რამოდენიმე წუთის განმავლობაში დაასვენეთ, ამ პერიოდში ფაფა კიდევ გაფუვდება. თუ ფაფა მშრალი გამოვიდა, ადუღებული წყლით ოდნავ გაათხელეთ.
მიირთვით საუზმეზე გემრიელად!