ქათმის მკერდი ისპანახით

On 09/04/2017 by letusc

დაბალკალორიული და დაბალნახშირწყლოვანი კერძი – ქათმის მკერდი ისპანახით. სწრაფად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი კერძი. გამოგადგებათ დაბალნახშირწყლოვანი და ცილოვანი დიეტების დროსაც.

Hähnchenbrustfilet  mit Spinat

მასალა:

  • 800 გ ქათმის მკერდი
  • 500 გ ნორჩი ისპანახი
  • 2 ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • ზეთი
  • 300-400 მლ ქოქოსის რძე
  • მარილი, 2 ჩკ ქინძის თესლი, წიწაკის ფანტელი

მომზადება:
ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით. ქათმის მკერდი გარეცხეთ, შეაშრეთ და პატარა კუბებად დაჭერით.
ისპანახი გარეცხეთ და დაწურეთ.
ღრმა ტაფაში ხახვი და ნიორი ზეთთან ერთად მსუბუქად მოხრაკეთ, დაამატეთ ხორციც, ხშირად ურიეთ. შეკმაზეთ მარილით და წიწაკით. ხახვი რომ დარბილდება და ხორცი მსუბუქად შეიბრაწება, დაამატეთ გარეცხილი ისპანახი თანდათან. ჯერ ერთი დიდი მუჭა და ურიეთ. ისპანახი რომ ზომაში შემცირდება, დაამატეთ ისპანახის შემდეგი ულუფა და ასე შემდეგ, ვიდრე მთელი ისპანახი ტაფაში არ აღმოჩნდება. ამის შემდეგ დაამატეთ ქინძის თესლი, ასევე მარილი და წიწაკა, თუ საჭიროა. ბოლოს დაასხით ქოქოსის რძე, ერთხელ წამოადუღეთ და გემო გაუსინჯეთ.

Spinat-Hähnchenbrustfilet
ქათმის მკერდი ისპანახით მიირთვით სრულმარცვლოვან სპაგეტისთან, კარტოფილის ან კანგაუცლელი ბრინჯის კერძებთან. თუ ნახშირწყლოვან კერძებს ერიდებით, მიირთვით გარნირის გარეშე.

გემრიელად მიირთვით!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *