ქათმის გულ-ღვიძლის ყაურმა

On 13/04/2013 by letusc

გთავაზობთ ქათმის გულ-ღვიძლისაგან მომზადებული ყაურმის რეცეპტს. ყაურმას, ძირითადად ღორის ან ძროხის გულ-ღვიძლისაგან ამზადებენ. ამჯერად ქათმისაგან მოვამზადე. ექსპერიმენტმა გაამართლა – გამოვიდა ძალიან გემრიელი, მსუბუქი და არომატული.  აუცილებლად სინჯეთ!

მასალა:

  • 1 კგ ქათმის გულღვიძლი (ღვიძლი, გული, კუჭი)
  • 400 გ დაჭრილი პამიდორი ან ზამთრისათვის დაკონსერვებული
  • 4 თავი ხახვი
  • 200 მლ თეთრი ღვინო
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 1 ჩკ დაფქული ქინძი
  • 2 ჩკ დაფქული ქონდარი
  • დაფქული წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით
  • ზეთი ხახვის მოსაშუშად
  • ქინძი და ოხრახუში გემოვნებით

მომზადება:

ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში დაბალ ცეცხლზე. ხშირად ურიეთ. ვიდრე ხახვი იშუშება, ქათმის გულ-ღვიძლი კარგად გარეცხეთ და დაჭერით. ხახვი რომ ცოტა შერბილდება, დაჭრილი სველი გულ-ღვიძლი ჩაყარეთ და მოურიეთ. ჩაამატეთ დაფნის ფოთლები და 1 ჩკ ქონდარი.

Khaurma-ein Gericht aus Hähncheninnereien

ხორცი  ოდნავ ფერს რომ შეიცვლის, ქვაბს სახურავი დაახურეთ და ნელ ცეცხლზე დატოვეთ. მალევე დაამატეთ კანგაცლილი დაჭრილი პამიდორი და შემდეგ ღვინოც. გააგრძელეთ ხარშვა საშუალო ცეცხლზე. ხშირად ურიეთ. ხორცი თითქმის რომ მოიხარშება, შეკმაზეთ მარილით, წიწაკით, ქინძით და დარჩენილი 1 ჩკ ქონდარით. გემო გაუსინჯეთ და თუ კეძს ღვინის ინტენსიური გემო აქვს, სახურავი გადახადეთ, რომ აორთქლდეს. მომზადებულ ყაურმას უნდა ჰქონდეს ბლანტი წვენი.

სუფრაზე მიტანისას მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი სურვილით.

Khaurma-ein Gericht aus Hähncheninnereien

მიირთვით ცხელ-ცხელი გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *