ხორცის, ბოსტნეულის და მაკარონის გრატანი
ადვილად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი კერძი – ხორცის, ბოსტნეულის და მაკარონის გრატანი.
მასალა:
- 1 კგ ხორცი (ფრინველის ან ღორის რბილი ნაჭერი)
- 3 თავი ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 500 გ სტაფილო
- 2 ბულგარული წიწაკა
- 100 გ ნაღები ან ქოქოსის რძე
- 200 გ ყველი (სულგუნი/მოცარელა…)
- ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი
- 200 გ მაკარონი (ნებისმიერი სახის)
- მარილი, ქარი (ცურრყ), წიწაკის ფანტელი, ხმელი ქინძი
- ქინძის პატარა კონა
მომზადება:
მაკარონი მოხარშეთ მდუღარე დამარილებულ წყალში და დაწურეთ საწურზე.
ხორცი დაჭერით პატარა კუბებად, ხახვი – მსხვილ ზოლებად, სტაფილო – პატარა რგოლებად, ბულგარული წიწაკა – პატარა ნაჭრებად, ნიორი – წვრილად.
ხახვი, ნიორი და სტაფილო მსუბუქად მოხრაკეთ ტეთში ტაფაზე, დაამატეთ ხორცი და ბულგარული წიწაკა და ყველაფერი ერთად ჩაშუშეთ. შეურიეთ მაკარონიც და ძლიერად შეკმაზეთ მარილით, წიწაკით, ქარით და ქინძის თესლით. გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ფორმაში.
ნაღები/ქოქოსის რძე შეკმაზეთ მითითებული სუნელებით და მარილით და მოასხით ხორცის და ბოსტნეულის ნარევს.
ფორმა შედგით წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით. შემდეგ გამოიღეთ ღუმლიდან, მოაყარეთ ყველი და 10-15 წუთით შეაბრუნეთ ღუმელში.
ყველი რომ ფერს შეიცვლის და დაიბრაწება, კერძი მზად არის, ღუმლიდან გამოიღეთ და წვრილად დაჭრილი ქინძი მოაფრქვიეთ.
ხორცის, ბოსტნეულის და მაკარონის გრატანი სუფრასთან ფორმითვე ცხელი მიიტანეთ.
გემრიელად მიირთვით!