ჩიაბატა სრულმარცვლოვანი ფქვილით

On 30/01/2016 by letusc

ჩიაბატა [tʃaˈbat-ta] იტალიური წარმოშობის პურია, რომელმაც ფართოდ გაითქვა სახელი ევროპასა და ამერიკაში. არსებობს ჩიაბატას მრავალი ნაირსახეობა. მე იფქლის სრულმარცვლოვანი ფქვილით მოვამზადე და დიდი მოწონება დაიმსახურა. იდეალურია საუზმისათვის, უხდება კარაქი, ძეხვები, ყველი, თაფლი და სხვადასხვა ჯემები.
სრულმარცვლოვანი პროდუქტების სასარგებლო თვისებებზე შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.
გარდა იმისა, რომ სრულმარცვლოვანი ფქვილისაგან მომზადებული საკვები სასარგებლოა, ძალიან გემრიელიცა. აუცილებლად სინჯეთ ჩიაბატა სრულმარცვლოვანი ფქვილით, ძალიან მოგეწონებათ!

Dinkel-Ciabatta

მასალა 2 ჩიაბატასათვის:

  • 250 გ იფქილის ან ხორბლის სრულმარცვლოვანი ფქვილი
  • 250 გ იფქილის ან ხორბლის თეთრი ფქვილი
  • 2 ჩკ მშრალი საფუარი
  • 1,5 ჩკ მარილი
  • 50 გ ნიგოზი
  • დაახლოებით 450 მლ ნელ-თბილი წყალი

მომზადება:

მოზრდილ ჯამში ფქვილი, საფუარი, მარილი და დატეხილი ნიგოზი აურიეთ ერთმანეთში, თანდათანობით ჩაამატეთ ნელთბილი წყალი და მოზილეთ ცომი. ცომი მანამდე ზილეთ, ვიდრე ჯამის კედლებიდან მოშორებას არ დაიწყებს. ჯამს კულინარული ცელოფანი გადააფარეთ და 2-3 საათით თბილ ადგილას დადგით.
გაფუების შემდეგ ცომი ფქვილიან ზედაპირზე გადაიტანეთ, გადაზილეთ და ორ ნაწილად გაყავით. ამ ნაწილებიდან ორი მოგრძო პურები გამოძერწეთ და ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე მოათავსეთ. პურებს ფქვილი მოაფრქვიეთ, ბასრი დანით რამოდენიმე ადგილას ირიბად გადასერეთ, ისევ გადააფარეთ კულინარული ცელოფანი და 30 წუთი გააჩერეთ.
ღუმელი 200-220 გრადუსზე გაახურეთ და ჩიაბატა 20-30 წუთი აცხვეთ.

Vollkorn-Ciabatta
ჩიაბატა სრულმარცვლოვანი ფქვილით შეაგრილეთ, ფორმიდან გამოიღეთ და ცხრილზე გააცივეთ. გემრიელია თბილიც და გაცივებულიც.

მიირთვით გემრიელად! Tongue Out

Vollkornciabatta

Dinkel Ciabatta

Dinkelvollkorn Ciabatta

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *